ჯორჯ ბუშმა ხელი მოაწერა კანონპროექტს, რომლითაც პენტაგონს საქართველოს ხელშეწყობა ევალება
ჯორჯ ბუშმა ხელი მოაწერა კანონპროექტს, რომლითაც პენტაგონს საქართველოს ხელშეწყობა ევალება |
ჯორჯ ბუშმა ხელი მოაწერა კონგრესის მიერ მიღებულ კანონპროექტს 2009 წელს სამხედრო ბიუჯეტის ხარჯების შესახებ, რომელშიც შესულია ნებართვა, რომ პენტაგონმა ხელი შეუწყოს საქართველოს აღდგენის საქმეს. დოკუმენტის ტექსტში ნათქვამია, რომ ყველა სახის მომსახურეობა, დაწყებული თავდაცვით თუ ფინანსური საშუალებების სახით, რომელიც საქართველოს კეთილდღეობას მოხმარდება ან გადაეცემა, არ უნდა აღემატებოდეს 50 მილიონ დოლარს. კანონპროექტის განმარტებაში ნათქვამია, რომ მოცემული წესი შესულია შეერთებული შტატების თავდაცვის 2009 წლის ბიუჯეტში დროებითი ზომის სახით. |
