რუსეთი უნდა აიძულო, რომ კარგად მოიქცეს
ამასთან მოსკოვი ბრალს სდებს დასავლეთს, არამარტო ქვეყნაში შექმნილ ეკონომიკურ კრიზისში, არამედ ყურადღებას ამახვილებს მასზედ, რომ არსებობს საფრთხე იმისა, რომ ჩვეულებრივი რუსეთის მოქალაქეები კიდევ უფრო მეტ ნაციონალისტებად და კონფრონტაციული საგარეო პოლიტიკის მომხრეებიად გარდაიქმნებიან ვიდრე დღეს არიან.
საქართველოში კრიზისის დროს ვაშინგტონი მონდომებით უჭერდა მხარს ევროპელი კოლეგების ქმედებებს. ევროკავშირის მცდელობა პრეზიდენტ სარკოზის მეთაურობით მხოლოდ ნაწილობრივ გამართლდა. მაგრამ ვერც შეერთებული შტატები მიაღწევდა ამაზე მეტს, იქნებ პირიქით, უფრო გაემწვავებინა სიტუაცია. სანამ ამერიკელი პოლიტიკოსები - ახლანდელი და მომდევნო ადმინისტრაცია - რუსეთის მიმართ ახალი პოლიტიკის ჩამოყალიბებაში არიან, თანამშრომლობა აშშ-სა და ევროკავშირს შორის უნდა გაღრმავდეს.
რუსული გიგანტი კომპანიების მიმართ, როგორიცაა მაგალითად ”გაზპრომი”, ეკონომიკური ბერკეტები უნდა გამოვიყენოთ. ის კომპანიები, რომელთა ინვესტიციებიც დასავლეთშია, უნდა ვაიძულოთ არსებულ წესებს დაემორჩილონ, რაც გამჭვირვალობას და კონკურენციის არსებობას გულისხმობს. ევროპის ზოგიერთი ქვეყნის მთავრობა მეტისმეტად ტოლერანტული იყო რუსული კომპანიების მიერ განხორციელებული საეჭვო, ზოგჯერ კი დანაშაულებრივი ქმედებების მიმართ.
უსაფრთხოების თვალსაზრისიდან გამომდინარე რუსული ინვესტიციები დასავლეთის ეკონომიკის ზოგიერთ სექტორში, მათ შორის ენერგეტიკაში, უნდა გადაისინჯოს. უნდა შეწყდეს ვიზების გაცემა იმ მენეჯერებისათვის, რომელთა ბიზნეს-კომპანიები კრიმინალურ მეთოდებს იყენებენ, ან სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში საქმიანობენ. ამგვარი ნაბიჯები უფრო გაზრდის მოსკოვზე გავლენას, ვიდრე, ვთქვათ, განცხადებები რუსეთის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანების წინააღმდეგ, რომელიც ისედაც ნაკლებ პოპულარულია რუსულ ბიზნეს-წრეებში.
აშშ ამას მარტო ვერ გააკეთებს. ევროკავშირზე რუსეთის სავაჭრო ბრუნვის 55% მოდის, ხოლო რუსეთში უცხოური ინვესტიციების წილი 75%-ა, შესაბამისად, აშშ-ში ეს ციფრები არის 6% და 4%.
მოსკოვის გავლენის შესუსტება ევროპაზე მნიშვნელოვანია. რუსეთის ენერგომატარებლებზე დამოკიდებულმა ქვეყნებმა ალტერნატიული წყაროები უნდა მოძებნონ. ევროკავშირის ბოლოდროინდელი მოლაპარაკებები ნიგერიასთან ტრანს-საჰარის გაზის მილსადენზე წინ გადადგმული ნაბიჯია, მაგრამ ევროკავშირმა გაზის საცავების ინფრასტრუქტურის განვითარებაზეც უნდა იზრუნოს, რაც მას საშუალებას მისცემს, საგანგებო სიტუაციებში იმ წევრ ქვეყნებს მიაწოდოს გაზი, რომლებიც რუსულ ენერგომატარებლებზე არიან ნაწილობრივ დამოკიდებულნი.
სანამ რუსეთი თავისი გავლენის სფეროს გაფართოებას ცდილობს, ევროკავშირი და, მით უმეტეს, აშშ ნაკლებად შეძლებენ მის მეზობლებს ალტერნატიული გზა შესთავაზონ, რომელიც მათ განვითარებასა და პლურალიზმამდე მიიყვანს. აგვისტოს ომის შემდეგ, ევროკავშირმა საქართველოსა და უკრაინასთან ურთიერთობები გააფართოვა. მაგრამ სავიზო რეჟიმის გამარტივებით, თავისუფალი სავაჭრო, ეკონომიკური და კულტურული ურთიერთობების დამყარებით ევროკავშირსა და აშშ-ს შეუძლიათ რეგიონში სტაბილიზაციას მოკლევადიან პერსპექტივაში მიაღწიონ.
ზოგიერთი დასავლელი პოლიტიკოსი წინააღმდეგია მოსკოვზე ზეწოლის, რამდენადაც თვლის, რომ მოსკოვთან თანამშრომლობა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ირანის ბირთვული პროგრამის შესაჩერებლად, ბალკანეთში სტაბილურობის შესანარჩუნებლად და საერთაშორისო ტერიტორიზმისთვის წინააღმდეგობის გასაწევად. დროა, სერიოზულად გადაიხედოს ამგვარი მიდგომა.
ავღანეთში სტაბილურობა და ტერორიზმთან ბრძოლა რუსეთის პრიორიტეტული ინტერესებია და მათ მისაღწევად ის ითანამშრომლებს არათუ დასავლეთთან, არამედ ნატოსთანაც. ნაკლებ გარკვეულია, მართლა სურს თუ არა რუსეთს ირანის საკითხის გადაჭრა.
ერთიანი სტრატეგიის შემუშავება მოითხოვს ევროკავშირ-აშშ-ს კოორდინირებულ მოქმედებებს, ასევე ”ცუდი და კარგი პოლიციელის” ტაქტიკის გამოყენებას. ამერიკულ ელიტაში ბევრი სკეპტიკურად უყურებს ამ საკითხში ევროპელების შესაძლებლობებს. ევროპელებს ხომ ხშირად აზრთა სხვადასხვაობა აქვთ რუსეთთან დამოკიდებულებაში. თუმცა საქართველოს მოვლენებმა შელახა ევროპელთა თვითკმაყოფილება და მათ ერთიანი მოქმედების სურვილი აღუძრა. თავის მხრივ, ევროპელებიც სკეპტიკურად უყურებენ აშშ-თან თანამშრომლობას, განსაკუთრებით ბუშის პრეზიდენტობის ბოლო სამი თვის განმავლობაში. გარდა ამისა, მათ არ მოსწონთ (როგორც მათ ეჩვენებათ), როცა აშშ ევროპის გეოგრაფიულ სიხალოვეს რუსეთთან და მასზე ენერგოდამოკიდებულებას იგნორირებას უკეთებს.
მიუხედავად ორმაგი უნდობლობისა, ამერიკელმა და ევროპელმა პარტნიორებმა ერთად უნდა იმუშაონ, მხოლოდ მათრახისა და თაფლაკვერის მეთოდი მოიტანს შედეგს და ჩვენ შევძლებთ რუსეთი საერთაშორისო საზოგადოებაში დავაბრუნოთ.
http://presa.ge/index.php?text=news&i=4357