ალექსანდრ ლუკაშენკო - ევროპის უსაფრთხოების ახალი ხელშეკრულების მიღება აუცილებელია
ალექსანდრ ლუკაშენკო - ევროპის უსაფრთხოების ახალი ხელშეკრულების მიღება აუცილებელია
ამის თაობაზე დღეს ბელორუსის პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკომ უშიშროების საბჭოს სხდომაზე განაცხადა, - იუწყება "ბელტა".
"როგორც გლობალური, ისე ევროპული უსაფრთხოების არქიტექტურა არაქმედითი აღმოჩნდა და ამის მტკიცებულებაა კავკასიაში ცოტა ხნის წინ განვითარებული მოვლენები", - განაცხადა პრეზიდენტმა.
მისივე თქმით, დასავლეთი არ შეაჩერებს თავის მცდელობებს - მსოფლიოს თავს მოახვიოს ერთპოლარული სამყარო.
"ნატო, პრაქტიკულად, ევროპაში ახალ გამყოფ ხაზებს ავლებს და გლობალური კრიზისის პირობებში ეს კურსი, სავარაუდოდ, არ შეჩერდება",-მიიჩნევს ლუკაშენკო.