ევროკავშირის განადგურებული დროშა საქართველოს კონფლიქტის ამბავს ჰყვება
ჰენრიკ ვლასცზიკიმ დროშა თან წამოიღო და აპირებს ევროპარალამენტის პრეზიდენტს, ჰანს-გერტ პოეტერინგს გადასცეს ამ დღეებში. ამით მას სურს აჩვენოს, რომ ეს ომი უბრალოდ საქართველოს მიწებისთვის დავა არ იყო, არამედ დაპირისპირება ორ მოსაზღვრე იდეოლოგიას და ”იმპერიას” - ევროკავშირსა და რუსეთს შორის.
- ”პარლამენტმა ეს დროშა, როგორც მუზეუმის ერთ-ერთი ექსპონანტი, ისე უნდა შეინახოს,” - აცხადებს ვლასცზიკი, ”ეს აჩვენებს, რუსეთის საზოგადოების გარკვეულ ნაწილში, როგორი დამოკიდებულებაა ევროკავშირის მიმართ. ევროკავშირმა უნდა გააცნობიეროს, რომ ეს არის კონფლიქტი ორ ”იმპერიას” შორის”.
ქართველი ლტოლვილების თვითმხილველი პოლონელი, რომელიც გორის ჰოსპიტალში დაჭრილ პაციენტებს მკურნალობდა, რუსეთის ჯარებს ფარული ნაღმების დატოვებაში ადანაშაულებს. ”როცა ისინი უკან იხევდნენ, ქართულ სახლებში მათ ნაღმები დატოვეს, ზოგიერთი საბავშვო სათამაშოში იყო შენიღბული”.
მაგრამ მისი ყველაზე ცხადი მოგონება რუსების მხრიდან განხორციელებული საჰაერო იერიში იყო გორის საბავშვო ბაღზე, რომლის შედეგად ბაღის სახურავი მთლიანად ჩამოინგრა.
- ”ეს უბრალო ხალხი იყო, ვინც ზღო. მე ვნახე დედა, რომელიც ტიროდა და ცხედრებს ეძებდა. მამამ დანგრეული სახლის ირგვლივ წრე შემოავლო მაწანწალა ძაღლებს რომ ვერ შეეღწიათ, როცა მკვდარი სხეულების სუნს იგრძნობდნენ. ეს უკანასკნელი სურათია ამ ომში ჩემთვის: მოტირალი დედა და მაწანწალა ძაღლები მის ირგვლივ”.
ვლასცზიკი ორივე მხარეს ადანაშაულებს და აცხადებს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ მკაცრი საბაჟო წესებით უცხოეთიდან სამედიცინო დახმარების შემოტანა შეაფერხა, ხოლო დევნილებთან მიმართებაში უფრო მათი პოლიტიკური მნიშვნელობის აღიარებით იყო დაინტერესებული, ვიდრე რეალური დახმარების სურვილით.
- ”ორივე მხარემ სერიოზულად შეამცირა სამოქალაქო მსხვერპლის ციფრი,” - ამბობს ის. ”იმიტომ, რომ ომმა უფრო მეტი მსხვერპლი მოიტანა, ვიდრე ორივე ხელისუფლება ელოდა”.
http://presa.ge/index.php?text=news&i=4383