საქართველო ქვეტექსტში არ უნდა განიხილებოდეს
- ”სინამდვილეში შეხვედრას ”ექსპერტთა შეხვედრის” კვალიფიკაცია მიეცა, რომელსაც არც მინისტრები და არც გაეროს გენერალური მდივანი პან გი მუნი არ დაესწრებოდა - ჰოდა შეხვედრაც აღარ შედგა”. - დიალოგის ჩაშლის მიზეზს ასე ხსნის ”ფრანკფურტერი”.
ამასთანავე, ე.წ. სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის თვითაღიარებული რესპუბლიკების კონფლიქტის საკითხის გადაწყვეტის მოგვარება, ”ისევე შორეული და ნაკლებპერსპექტიულია, როგორც ეს ორი თვის წინ იყო”, მიაჩნია გამოცემის კორესპონდენტს.
- ”დღეს შესაძლოა ცხინვალს ჭურვები არ აცვივა თავზე და არც რუსული ტანკები უახლოვდებიან თბილისს, მაგრამ დევნილები კვლავ ვერ ბრუნდებიან თავის სახლებში. აქა-იქ, კიდევ ისმის სროლა, ხოლო სოფლები კვლავ დანგრეულია”. - წერია გამოცემაში.
”ფრანკფურტერის” აზრით რუსეთის მიერ გადადგმულ ნაბიჯს, აღიარა რა სეპარატისტული რეგიონების დამოუკიდებლობა და რესპუბლიკებად მონათლა ისინი, ევროკავშირი სათანადოდ ვერ პასუხობს და ევროკავშირის დაჟინებული მოთხოვნა, ”ცარიელ მუდარადაა ქცეული”.
პრეზიდენტების, სააკაშვილისა და მედვედევის მაღალფარდოვანმა ძალისმიერმა რიტორიკამ, რომელიც ხუთდღიანი ომის ფონზე მიმდინარეობდა, რუსეთს ბიძგი მისცა რათა ეღიარებინა სეპარატისტული რეგიონების დამოუკიდებლობა. ამის ფონზე დიპლომატებს უნდა ესარგებლათ და პასუხები გაეცათ მთავარ კითხვებზე, თუ რა მოხდა, ან რა ხდება, მაგრამ მათ ეს შანსი გაუშვეს. სწორედ ამის მიზეზია, დღეს ამ კონფლიქტის მიმართ ყურადღების თანდათან შემცირება.
”ფრანკფურტერი” აღნიშნავს, რომ ”ევროკავშირმა, არ შეიძლება ამ კონფლიქტის განხილვისას საქართველოს პრობლემა ისე დაინახოს, როგორც ძირითადი ტექსტის ქვეშ არსებული შენიშვნა და მერე მოცდისა და თავისით ”ყველაფრის ჩაფარცხვის” პოლიტიკას დაადგეს”.
ავტორისავე მტკიცებით ევროკავშირის მოდუნებამ, რუსეთს არ უნდა მიცეს საბაბი, რომ მან კვლავ უხეშად დაარღვიოს საერთაშორისო ნორმები. ამიტომ ევროკავშირმა არ უნდა განაახლოს მოლაპარაკებები რუსეთთან, მანამ სანამ ის არ დაუშვებს სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ტერიტორიაზე, საერთაშორისო დამკვირვებლების შესვლას.
http://presa.ge/index.php?text=news&i=4396