↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"
განყოფილებებიახალი ამბები
Სდესპანი

სასამართლომ ამერიკელი სენატორის სარჩელი ღმერთის წინააღმდეგ არ დააკმაყოფილა

pikaso22 1 წთ კითხვა 1059 0 კომენტარი

სასამართლომ ამერიკელი სენატორის სარჩელი ღმერთის წინააღმდეგ არ დააკმაყოფილა

ამერიკის შტატ ნებრასკას სასამართლომ ადგილობრივი სენატორის ერნი ჩემბერსის საჩივარი ღმრთის წინააღმდეგ არ დააკმაყოფილა. მოსამართლეს თქმით, იმისთვის, რომ სასამართლო პროცესი დაიწყოს, საჭიროა ბრალდებულს ადგილსამყოფელი, მისამართი ჰქონდეს, ავრცელებს, _ “Associated Press”-ი. ერთი წლის წინ, სენატორმა დუგლასის სასამართლოში განცხადება შეიტანა, სადაც კაცობრიობის ყველა უბედურებაში, მათ შორის _ წყალდიდობებში, მიწისძვრებში, ქარიშხლებში, ტორნადოში, ეპიდემიებში, ომებსა და მრავალ სხვა უბედურებებში, ღმერთს ადანაშაულებს. ბრალმდებელი უფლისგან, რომელიც მისი თქმით, “კაცობრიობას ატერორებს”, მოითხოვდა, რომ ასეთი მკაცრი ქმედებები შეეწყვიტა. ჩემბერსის მტკიცებით, ღმერთი ყოვლისშემძლეა და მოგონილი სახელების მეშვეობით იმალება. მოსამართლე მარლონ პოლკმა სენატორს საჩივრის განხილვაზე უარი განუცხადა, რადგან, “სასამართლოს დადგენილებით, ბრალდებულისთვის სასამართლო მოწვევის გასაგზავნად მისამართი არ არსებობს”.
სენატორი ნებრასკას სენატში 38 წელია, მუშაობს. მას ღმრთისადმი სიძულვილი არასდროს დაუმალავს და ქრიასტიანების მიმართ ხშირად გამოუთქვამს კრიტიკა. ნებრასკას სენატორი, სასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, აპელაციის შეტანასაც აპირებს.

მოგეწონათ? გაუზიარეთ მეგობრებს
გაზიარება Facebook X Telegram LinkedIn ელფოსტა

ამავე კატეგორიიდან · საზოგადოება და ეკონომიკა

💬 კომენტარები 0

დაწერე კომენტარი ↓

ჯერ კომენტარი არ არის — იყავით პირველი.

✓ ბმული დაკოპირდა
დესპანი