საქართველოში ესპანეთის საელჩო გაიხსნება
საქართველოში ესპანეთის სალეჩო გაიხსნება
ესპანეთის ელჩი საქართველოსა და ამიერკავკასიაში სერვანტო დელატოსი იქნება.
სათაო ოფისი თბილისში განთავსდება, საიდანაც ელჩი დიპლომატიურ მისიას სომხეთსა და აზერბაიჯანშიც განახორციელებს. დელატოსი ტექნიკური საკითხების მოსაგვარებლად უკვე თბილისში იმყოფება.
აქამდე საქართველოს ტერიტორიას რუსეთში განთავსებული ესპანეთის საელჩო ფარავდა.
საქართველოსა და ესპანეთს შორის ახლო მომავალაში ურთიერთობების გაღრმავებაც იგეგმება. ამის შესახებ თბილისში მყოფმა ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მიგელ ანხელ მორატინოსმა განაცხადა.
მისივე თქმით, აუცილებლად უნდა განვითარდეს თანამშრომლობა ესპანეთსა და საქართველოს შორის პოლიტიკურ, ეკონომიკურ თუ კულტურულ სფეროებში.
www.InterPressNews.ge
