სერგეი ივანოვი – რუსეთის შავი ზღვის ფლოტი მზად არის, სევასტოპოლი 2017 წელს დატოვოს
რუსეთის შავი ზღვის ფლოტი მზად არის, სევასტოპოლიდან გავიდეს. ამის შესახებ, რუსეთის ვიცე-პრემიერმა სერგეი ივანოვმა ტელეკომანია "BBC"-ს განუცხადა.
ივანოვის თქმით, თუ უკრაინა სამხედრო-საზღვაო ბაზის იჯარის ვადის გაგრძელებაზე უარს განაცხადებს, რუსეთის შავი ზღვის ფლოტი ბაზას 2017 წელს დატოვებს.
ტელეკომპანიის ჟურნალისტის კითხვაზე, შეუძლია, თუ არა რუსულ ფლოტს სევასტოპოლის გარდა, სადაც შექმნის დროიდან, ანუ უკვე 225 წელია, დგას, სხვაგან განთავსდეს, ივანოვმა უპასუხა, რომ ეს შესაძლებელია 2017 წელს მოხდეს.
"თუ უკრაინის ხელისუფლება, რომელიც იმ დროისთვის ქვეყნის სათავეში იქნება, იჯარის ვადას არ გააგრძელებს, ეს სრულიად შესაძლებელია", - განაცხადა ივანოვმა და დასძინა, რომ რუსეთი იჯარის ვადის გაგრძელებას ეცდება.