ირაკლი ოქრუაშვილი აქტიურ პოლიტიკაში დაბრუნდა და ევროკავშირის ქვეყნების ხელისუფლების წარმომადგენლებს
აღსანიშნავია, რომ თანამდებობრივი მოვალეობის გადაჭარბებისა და საბიუჯეტო თანხების არამიზნობირვად გამოყენების ბრალდებით ქართველი ექს-მინისტრი თბილისის საქალაქო სასამართლომ, რამდენიმე თვის წინ, დაუსწრებლად გაასამართლა და თავისუფლების 11 წლით აღკვეთ მიუსაჯა. მანამდე კი, საქართველოს ხელისუფლების მიერ ძებნილად გამოცხადებულ თავდაცვის ყოფილ მინისტრს, ირაკლი ოქრუაშვილს, საფრანგეთის მთავრობამ პოლიტიკური თავშესაფარი მისცა.
პოლიტიკური პარტია _ “მოძრაობა ერთიანი საქართველოსათვის” პოლიტიკური მდივანი ეკა ბესელია მიუღებლად მიიჩნევს ირაკლი ოქრუაშვილის, როგორც თავდაცვის ყოფილი მინისტრის დადანაშაულებას ცხინვალის ომში განცდილ მარცხში და აცხადებს, რომ 2004-დან 2006 წლამდე პერიოდი ქართული ჯარისთვის მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი იყო.
“როდესაც ვადარებთ ერთმანეთს, რა მდგომარეობაში ჩაიბარა ოქრუაშვილმა ქართული არმია და როგორი დატოვა, შესამჩნევია უზარმაზარი პროგრესი. ამიტომ 7 აგვისტოს განვითარებულ მოვლენებზე მთელი პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე უნდა აიღონ, როგორც გენერალური შტაბის მეთაურმა და თავდაცვის მინისტრმა, ასევე _ ქვეყნის მთავარსარდალმაც,” – აცხადებს ბესელია.
თეონა ციხისელი
www.fact.ge
