რუსეთთან ურთიერთობაში ყოველგვარი რომანტიზმი უნდა დავივიწყოთ
რუსეთის სამხედრო აღორძინება გუშინ არ დაწყებულა. საქართველოში შეჭრა უბრალოდ ბოლო სკანდალური ინდიკატორია არა ”ცივი ომისკენ”, არამედ მეზობლებთან მიმართებაში ბანდიტური, შეიძლება ითქვას, ცარისტული მიდგომებისკენ დაბრუნებისა.
მსოფლიოსადმი პირველი გაფრთხილება, 2005 წელს ვლადიმერ პუტინმა გააჟღერა, როცა საბჭოთა კავშირის დაცემას ”მე-20 საუკუნის უდიდესი გეოპოლიტიკური კატასტროფა” უწოდა. იმავე სიტყვაში მან მწარედ გაიხსენა, რომ ”ათეულობით მილიონი ჩვენი მოქალაქე და თანამემამულე რუსეთის ტერიტორიის მიღმა აღმოჩნდა.” შესაძლოა მისი ამჟამინდელი მოქმედებები ამ ”კატასტროფის” შედეგების აღმოსაფხვრელადაა მიმართული, რაზეც მეტყველებს მოსკოვის დამთბარი ურთიერთოებები უკრაინის პრემიერ-მინისტრ ტიმოშენკოსთან და არაერთი უხეში ჩარევა უკრაინის არჩევნების მიმდინარეობისას. ისტორიულ გამოცდილებას დაფუძნებული გონივრულობა, მოითხოვს, რომ საქართველოში რუსეთის შეჭრა შეფასდეს სულ მცირე, როგორც ნორმიდან გადახვევა.
რუსეთს არაერთხელ მოუხდენია ამერიკული ინტერესების მიმართ მუქარის დემონსტრირება: როცა გულდასმით ფარავდა ირანის ბირთვული იარაღის დამუშავების პროგრამას, როცა უგულებლყოფდა გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციას სანქციების დაწესებაზე, ხოლო თეირანისთვის რეაქტორების მიყიდვას ცდილობდა. გარდა ამისა, ჰყიდდა უმაღლესი ტექნოლოგიების ჩვეულებრივ იარაღს ისეთ არასასურველ ქვეყნებში, როგორიც ირანი და სირიაა. იყენებდა ნავთობისა და გაზის რესურსებს ევროპის დასაშინებლად, ეკეკლუცებოდა ოპეკს და კარიბის ზღვაში ერთობლივი მანევრების, იარაღის მიყიდვის და თვით ატომური რექატორის აგებაზე პირობის მიცემის გზით მჭირდო ურთიერთოებების დამყარებას ცდილობდა ვენესუელასთან.
ავიღოთ, მაგალითად, პოლონეთსა და ჩეხეთში ამერიკული ანტისარაკეტო სისტემების განთავსებაზე დავა. ანტისარაკეტო თავდაცვის 1972 წლის ხელშეკრულებიდან გამოსვლამდე ჩვენ შევატყობინეთ რუსეთს შეზღუდული ანტისარაკეტო სისტემების შექმნის შესახებ ისეთი სახელმწიფოებისგან თავდასაცავად, როგორიც ჩრდილოეთ კორეა და ირანია. ნებისმიერი, ვინც გლობუსს დახედავს, შეუძლია თქვას, რომ ევროპაში განთავსებულ ამ სისტემებს არ შეუძლიათ ამერიკის დაცვა რუსული რაკეტებისგან. (სწორედ ამიტომ რადიოლოკაციური აღმომჩენი ხაზი განთავსდა ალიასკასა და კანადაში და არა ევროპაში).
რუსეთის მუქარა პოლონეთის მიმართ დასავლეთ ევროპის დაშინებას ისახავს მიზნად - ხოლო დღესდღეობით ამ მიზნის მიღწევა რთული სულაც არაა. მაგრამ სასწორზე ჩვენ რეალური ინტერესები გვიდევს - კასპიის ზღვის ნავთობისა და გაზის ტრანსპორტირების მარშრუტები რუსეთის და ირანის გვერდის ავლით. თუ რუსეთის მარში საქართველოში პასუხგაუცემელი დარჩება, მაშინ უფრო მეტად მიმზიდველი გახდება მარში სხვა მიმართულებით, დაწყებული უკრაიანიდან, სადაც ბევრი ეთნიკური რუსი ცხოვრობს. ”უსაფრთხოების სფეროში ლეგიტიმური ინტერესები” მეზობელ ქვეყნებში შეჭრას არ ამართლებს.
რუსეთის მიმართ პოლიტიკაში უნდა გამოირიცხოს რომანტიკული მიდგომა (განსაკუთრებით, მის ბოლო ადმინისტრაციასთან) და ზოგიერთი ევროპელის სურვილი, თვალი დახუჭოს და ყველაფერი დინებაზე მიუშვას. საკმაოდ ბევრი ევროპელი ფიქრობს, რომ ისინი ამ ყველაფრის მიღმა დგანან და მათ საფრთხე ემუქრებათ, თუ ისინი თავად არ მოიქცევიან ”პროვოკაციულად”. გაზაფხულზე ბუქარესტში ამ განწყობამ იქამდე მიგვიყვანა, რომ გერმანიამ და სხვა ქვეყნებმა საქართველოსა და უკრაინას მაპ-ზე უარი უთხრეს. ცხადია, მოსკოვმა ეს მიიღო, როგორც სისუსტე.
საბოლოო ჯამში, მოსკოვი შესაძლოა პროვოცირდეს არა ევროპის სიძლიერის, არამედ სწორედ მისი სისუსტის გამო. სწორედ ასეთია ისტორიის ვერდიქტი. შესაბამისად, მოსკოვის პოზიციის კორექტირებისათვის საჭიროა თავდაპირველად დასავლეთ ევროპის პოზიციების კორექტირება მოხდეს და რაც შეიძლება სწრაფად, სანამ მოსკოვის ლიდერებს უკანასკნელი წარმატებებისგან არასწორი დასკვნები არ გაუკეთებიათ.
პირველ რიგში, ნატომ ბუქარესტის სამიტის შეცდომა უნდა გამოასწოროს. ეს 20 იანვრამდე, ანუ ინაუგურაციამდე სრულიად შესაძლებელია. ესტონეთის, ლიტვის და ლატვიის ნატოში მიღებამ ბალტიისპირეთში პოტენციური კონფრონაციის ზონის სტაბილიზაცია მოგვცა შედეგად. ხოლო საქართველოს და უკრაინის მიღებისკენ გადადგმული ნაბიჯები შავი ზღვის რეგიონში სახიფათო ვაკუუმის ლიკვიდაციას მოახდენს.
მეორე, რაც შეიძლება სწრაფად უნდა გავაფართოვოთ სამხედრო თანამრომლობა ნატოს ამჟამინდელ წევრებთან ცენრალური და აღმოსავლეთ ევროპიდან და ამ რეგიონის სახელმწიფოებთან, რომლებიც წევრობას ესწრაფვიან, რათა რუსეთს მკაფიოდ გავაგებინოთ, რომ ავანტურული პოლიტიკის გაგრძელება მისთვის არამომგებიანი იქნება. იმედი ვიქონიოთ, რომ ნატოს სხვა ქვეყნებიც შემოგვიერთდებიან, მაგრამ თუ საჭირო გახდება, უნდა ვიმოქმედოთ ორმხრივ საფუძველზე.
მესამე, ჩვენ სრულად უნდა მოვახდინოთ ანტისარაკეტო სისტემების განთავსების რეალიზება, რომლის ფარგლებშიც რუსეთს არაერთხელ შევთავაზეთ სრულმასშტაბიანი ერთობლივი ქმედებები და თანამშრომლობა.
ამგვარი მიდგომა საფრთხეს კი არ შეუქმნის დასავლეთს, პირიქით, მის უსაფრთხოებას გაზრდის. ხოლო თუ რუსეთი განაწყენდება, ამის ცოდნა ახლა უმჯობესია, ვიდრე მოგვიანებით, როცა ფსონები ყველა დაინტერესებული მხარისთვის მნიშვნელოვნად გაიზრდება.
