გამყიდვლობისა და მშიშრობის სტრასბურგული “ნამცხვარი” საქართველოსთვის
რა დააშავა კაცობრიობის წინაშე ნამცეცა საქართველომ ჯერ სტალინისგან დაგლეჯილმა (სხვათა შორის, ვინც არ იცის, ეროვნებით ოსი იყო), შემდეგ კი, ქართველისაგან - თავისი ხალხის გამყიდველი ლავრენტი პავლოვიჩისაგან? ტირანებს არ აქვთ სამშობლო – ქართველები, ოსები, ინგუშები, ჩეჩნები, სომხები და აზერბაიჯანელები ერთად შეყრილი და ერთ ბედში მყოფი ციმბირის ზონებში იღუპებოდნენ.
შემდეგ, საქართველო დაგლიჯა პუტინმა. მანამდე, 1992 წელს ჩეკისტებმა ომის პროვოცირება მოახდინეს საქართველოს, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს შორის. სამაჩაბლოდან დაიწყეს და შემდეგ, თბილისი და სოხუმი დაატაკეს ერთმანეთს. ჰო, და რატომ არ უნდა აიყვანოს ნატო-მ საქართველო?
კარგი წესებიც იქნებოდა პლანეტაზე, რომ აშშ დიდი ძალისხმევით, თავისდა საზიანოდ, არ იფარავდეს პატარებს და მართლებს “ბოროტი და ბრაზიანებისაგან”. მხოლოდ ამერიკამ გააგზავნა თავისი ხომალდები, რომ საქართველო სრული ოკუპაციისაგან დაეფარა. გერმანიას თითიც არ გაუნძრევია. და ვითომც არაფერი. პოლონელები, უკრაინელები, ლატვიელები და ლიტველები დადგნენ მიტინგზე სააკაშვილთან ერთად და ხელი ჩაჰკიდეს ერთმანეთს – ეს “ბეჭდის საძმო”, სადაც იუშენკო ტიპიური “ფროდოა”, ხოლო ბუში, რომელიც ლამის შეხრან და შეურაცყოფას აყენებდნენ ევროპის მიტინგებზე – “გენდალფომ თეთრი”.
ევროპა უნდა დაფიქრდეს: ხომ არ მუშაობს ის მოსკოველი ბოროტი “საურონისთვის”? ევროპის საპარლამენტო ასამბლეა საცოდავად გამოიყურებოდა. პირდაპირ, “გოლრუმი” ტოლკეინის წიგნიდან ამოღებული. ნეტავ რა “მარადიული ნამცხვარი” გამოცხვა ამჯერად სტრასბურგში? _ გამყიდვლობის, მშიშრობისა და კონფორმიზმის ნამცხვარი. რუსეთი ასამბლეადან არ გარიცხეს, ხმის უფლებაც კი არ ჩამოურთმევიათ, როგორც ადრე - ჩეჩნეთის დაბომბვის გამო. ესე იგი, შეიძლება, უცხო ტერიტორია დაიპყრო, თუ იგი პატარა სახელმწიფოს ეკუთვნის. გამოდის, რომ რუსი იმპერიალისტები, დაწყებული როგოზინიდან დამთავრებული მარგელოვამდე, მართლები არიან, როდესაც ამბობენ, ჩვენ არსაიდან არ გაგვრიცხავენ დიდი შენატანების გამო, ნავთობის და გაზის გამოო (მსოფლიოში კი კრიზისია – ზამთარი მოდის).
სტრასბურგში კი დადიოდნენ უტიფარი ჩეკისტები და დეპუტატების ხმებს ყიდულობდნენ. განსაკუთრებით ბევრს იხდიდნენ რუსეთის ქმედებების დაგმობის განცხადების ხელმოწერის უარყოფაზე. რას ვიზამთ, ჩვენ “რუსი დასავლეთელები” ევროს, იარაღის, ნატო-ს და იმედის გარეშე, ჩვენი მხრიდან და ასამბლეის რუსი დეპუტატის ნაცვლად, თვითონ დავიცავთ ევროპულ ფასეულობებს.
ვალერია ნოვოდვორსკაია
www.Fact.ge
