უკრაინა საქართველოს დაახლოებით 20 მილიონი დოლარის დახმარებას გაუწევს
ელისეევმა საუბარში ასევე აღნიშნა, რომ კონფლიქტის დაწყებიდან პირველ დღეებში უკრაინამ საქართველოში 156 ჰუმანიტარული ტვირთი გამოგზავნა.
ბრიუსელში საქართველოს დასახმარებლად დონორთა კონფერენცია მიმდინარეობს, რომელშიც 67 ქვეყანა და საერთაშორისო ორგანიზაციები მონაწილეობენ. უახლოეს სამ წელიწადში საქართველოს დასახმარებლად საჭირო თანხა 3,2 მილიარდი დოლარი სახელდება.
www.InterPressNews.ge
