რუსებსა და ევროკავშირის დამკვირვებლებს შორის ურთიერთობები დაიძაბა
სამხრეთ ოსეთის ”პრეზიდენტი”, ედუარდ კოკოითი და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას ბრალს სდებენ, რომ საზღვრების სიახლოვეს ქართული სპეცსამსახურების შესვლაზე და ოსური პოზიციების დაცხრილვაზე ისინი თვალს ხუჭავენ.
ჰაბერმა უარყო ბრალდებები და განაცხადა, რომ საზღვრების სიახლოვეს სიტუაცია ”გასაოცრად მშვიდია”. ”ქართული სპეცსამსახურების ძალები ის არ არის, როგორც მოსკოვს ესმის. ისინი მსუბუქად შეიარაღებული პოლიციური დანაყოფებია, რომლებიც სამხედრო მანქანებით არ მოძრაობენ. ისინი კანონიერების და წესრიგის აღდგენას ცდილობენ საზღვრისპირა რეგიონებში,” - განაცხადა მან.
როცა ჰაბერს რუსებთან ყოველდღიური ურთიერთობების შესახებ ჰკითხეს, მან უპასუხა, რომ ევროკავშირის მისიას ”არ აქვს მათი არანაირი ტელეფონის ნომერი, თუმცა ჩვენ მათ ვთხოვეთ და კვლავაც ვთხოვთ”. ”ჩვენ რუსებთან თბილისში შვეიცარიის საელჩოს მეშვეობით ვმუშაობთ, - განაცხადა მან - ურთიერთობები რუსებთან არის ”რთული” - აცხადებს ჰაბერი, რადგან მოსკოვი სამშვიდობოებს რეგულარული ჯარისკაცებით ცვლის.
მისი აზრით, სანამ ევროკავშირი არ აღიარებს ორი პროვინციის დამოუკიდებლობას, არ არსებობს არანაირი ლეგალური საფუძველი 3’700 რუსული რეგულარული არმიის ჯარისკაცის იქ ყოფნის, რომელმაც 500 სამშვიდობო უნდა შეცვალოს.
” რუსები ჯერ კიდევ სამშვიდოებოების შეცვლის და რეგულარული ჯარის შეყვანის პროცესში არიან, ასე რომ, ჩვენ არ ვიცით, ამ წუთისთვის იქ რამდენი ჯარისკაცია,” - მიაჩნია ჰაბერს.
ჰაბერის ინფორმაციით, 4400 ადამიანი გამოქცეულია ახალგორიდან, რომელიც აგვისტომდე საქართველოს კონტროლის ქვეშ იყო, მათმა უმრავლესობამ თბილისს შეაფარა თავი. დღემდე დაბრუნებული ხალხისთვის სიტუაცია მძიმე რჩება, მათ რუსული პასპორტების აღებას აიძულებენ.
”თუ რუსეთი სამხრეთ ოსეთს აღიარებს, მაშინ მას აქვს პასუხისმგებლობა, დაიცვას გარკვეული სტანდარტები. დევნილებისთვის დაბრუნების სანაცვლოდ სხვა ქვეყნის პასპორტების შეთავაზება ნამდვილად არ არის ამ სტანდარტებიდან ერთ-ერთი”, - ამბობს გერმანელი დიპლომატი.
ჰაბერი დასძნს, რომ დევნილები ზოგჯერ ძალიან სწრაფად ბრუნდებიან იმ ადგილებში, რომელიც ჯერ კიდევ დანაღმულია. ”ჩვენ ვთანამშრომლობთ ბრიტანულ Halo Trust-სთან, რომელიც განაღმვით სამუშაოებს აწარმოებს,” - განაცხადა მან.
http://presa.ge/index.php?text=news&i=4500