ოსმა მილიციელებმა ევროკავშირის დამკვირვებლები დააკავეს
ოსმა მილიციელებმა ევროკავშირის დამკვირვებლები დააკავეს
ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრის მურატ ჯიოევის განცხადებით, დამკვირვებლებმა ე.წ. საზღვარი მიღწეული შეთანხმებებისა და სარკოზი-მედვედევის გეგმის დარღვევით გადაკვეთეს.
"დამკვირვებლების მოვალეობებში სამხრეთ ოსეთის მოსაზღვრე ზოლში უსაფრთხოების უზრუნველყოფა შედის, საიდანაც 8 ოქტომბერს რუსი სამშვიდობოები გავიდნენ. მათ რესპუბლიკის ხელისუფლების წინასწარი გაფრთხილების გარეშე საზღვრის გადაკვეთის უფლება არ აქვთ, რამდენადაც საკუთარ ტერიტორიაზე უსაფრთხოებას ჩვენ თავად უზრუნველვყოფთ", - განაცხადა ჯიოევმა.
მისი თქმით, დაკავებული დამკვირვებლები შესაბამის საერთაშორისო სტრუქტურებს გადაეცემიან.
www.InterPressNews.ge
