დემურ გიორხელიძე: ”ნაბუკოს პროექტი საბოლოო ჯამში განხორციელდება, თუმცა საქართველოს გვერდის ავლით”
სამწუხაროდ, ჩვენ სამხრეთ კავკასიაში სამეზობლო პოლიტიკა არ გაგვაჩნია და წლების განმავლობაში ამ პოლიტიკისთვის ყურადღება არ მიგვიქცევია. არადა, მერწმუნეთ, მჭიდრო პოლიტიკური და ეკონომიკური პარტნიორობა ამიერკავკასიის სამივე ქვეყნის ინტერესებშია”, - განაცხადა ექსპერტმა.
მოსკოვში დიმიტრი მედვედევის შუამავლობით აზერბაიჯანისა და სომხეთის პრეზიდენტების ალიევისა და სარქისიანის 2 ნოემბრისთვის დაგეგმილი შეხვედრის კომენტირებისას, რომელზეც განხილვის ერთ-ერთი თემა სავარაუდოდ, ნაბუკოს პროექტიც იქნება.
მისივე აზრით, ამ პროექტის განხორციელებაში შესაძლოა, რუსეთის ინტერესებიც გამოჩნდეს და მან მილსადენის მარშრუტი შეცვალოს. რაც შეეხება პროექტში ევროპის დაინტერესების საკითხს, გიორხელიძის აზრით, ”ევროპისთვის ამ პროექტის რეალიზება უფრო პრიორიტეტულია, ვიდრე ის, საქართველოში გაივლის გაზსადენი თუ სადმე სხვაგან”.
”ამ პროექტზე ევროპელები ძალიან დიდი აქტიურობით მუშაობენ. ეს იმ ფონზე ხდება, რომ რუსეთსა და ევროკავშირს ერთმანეთთან კონფრონტაციის გაღრმავება ნამდვილად არ აწყობთ. ამიტომაც არ ვფიქრობ, რომ ამ პროექტის უკუგდება მოხდება, უნრალოდ რუსეთმა შესაძლოა, მილსადენის მარშრუტის კორექტირება მოახდინოს, რაც აბსოლუტურად რეალურია”, - განაცხადა გიორხელიძემ.
ამავდროულად ექსპერტი ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ ”ეს არ არის ერთადერთი პროექტი, რომელიც ევროპის გაზით მომარაგების საკითხს წყვეტს”.
როგორც ცნობილია, რუსეთ-საქართველოს დაპირისპირების შეფასებისას ევროპის წამყვანი ქვეყნების პოზიციას დიდწილად გაზმომარაგების საკითხი განსაზღვრავს, ვინაიდან ამ ეტაპზე ევროპას ბუნებრივი აირით სწორედ რუსეთი ამარაგებს.
ამ მხრივ აშშ ნაბუკოს პროექტზე დიდ იმედებს ამყარებს და ევროპას ამ პროექტის სახით გაზმომარაგების ალტერნატიულ გზას სთავაზობს.
არაოფიციალური ინფორმაციით, სწორედ ამ პროექტის ლობირების მიზნით იყო ჩასული გარკვეული ხნის წინ ბაქოში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი რიჩარდ ჩეინი.
ასევე არაოფიციალური ინფორმაციით, მან უარი მიიღო აზერბაიჯანის პრეზიდენტისგან ილჰამ ალიევისგან, რომელიც ცდილობს, რუსეთსა და დასავლეთს შორის დაბალანსებული პოლიტიკური კურსი შეინარჩუნოს.
არაოფიციალურად ცნობილია ასევე, რომ რუსეთი, თავის მხრივ, ცდილობს, ამ პროექტთან დაკავშირებით ბაქოზე ზეწოლის განსახორციელებლად მთიანი ყარაბაღის საკითხი გამოიყენოს.
http://presa.ge/index.php?text=news&i=4567