რომელი პლატფორმაა მისაღები სამხრეთ კავკასიისათვის?
გასული წლის ბოლოს "ჯორჯიან თაიმს"-ში გამოქვეყნებულ სტატიაში, კავკასიაში კონფლიქტების მოგვარების პრობლემა სწორედ ამ კუთხით იყო განხილული. აღნიშნული სტატიის ავტორი, ნეჯად გულიევი, თავის ფორმულაში 3+3+2 გულისხმობდა ევროკავშირისა და ამერიკის შეერთებული შტატების ჩართვასაც, რადგან მათი მონაწილეობით პრობლემის მოგვარება გაცილებით ნაყოფიერად მიაჩნდა.
წარმოდგენილმა გეგმებმა ცხადჰყო, რომ კავკასიური პრობლემის მოგვარების ძირითად მექანიზმებზე მხარეები თანხმდებიან. პრობლემატური რჩება მხოლოდ ერთი საკითხი: რა საშუალებით განახორციელებენ გეგმის ავტორები რეალურ პოლიტიკაში თავიანთ გეგმებს.
სწორედ ამ საკითხზე ესაუბრა მედია-ჰოლდინგ "ჯორჯიან თაიმსი"-ს პრეზიდენტი მალხაზ გულაშვილი ნეჯად გულიევს.
ნეჯად გულიევი _ აზერბაიჯანის ეკონომიკური სექტორის ექს-შეფი, მსხვილი ეკონომიკური პროექტების ავტორი ჰეიდარ ალიევის მთავრობაში. ნეჯად გულიევის ხემძღვანელობით განხორციელდა ბათუმი-ქობულეთის ავტომაგისტრალის მშენებლობა აჭარაში. გულიევი ავტორია მთელი რიგი ნაშრომებსა, რომელიც კავკასიური გეოპოლიტიკის თავისებურებებსა და საზოგადოებრივ-პოლიტიკურ სისტემას ეხება.
_ კავკასიური პრობლემის მოგვარების ჭრილში წარმოდგენილი ინიციატივები მხოლოდ სქემებს წარმოადგენს, სადაც პრაქტიკულად არაფერია ნათქვამი პოლიტიკურ იდეებსა და განხორციელების მექანიზმებზე. როგორ გესახებათ აღნიშნული პრობლემის რეალურად მოგვარება?
- ამოცანა გულისხმობს მშვიდობის მოდელის გააქტიურებას. კავკასიის სამი რესპუბლიკია _ საქართველო, აზერბაიჯანი და სომხეთი უნდა გახდეს სამი სახელმწიფოს _ რუსეთის, თურექთისა და ირანის მშვიდობისმყოფელთა ძალისხმევის ობიექტი. ცხადია ყოევლივე ეს უნდა განხორციელდეს შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის გარანტიის ეგიდით, ამ ორმა მხარემ უნდა განახორციელოს პოლიტიკური და სამართლებრივი ქმედებები, რომლებიც შეიმუშავებენ და უზრუნველყოფენ მშვიდობიანი კავკასიის მოდელის პრაქტიკაში განხორციელებას.
ყოველივე ზემოთ აღნიშნულში იგულისხმება სამხრეთ კავკასიის რესპუბლიკების ტერიტორიული მთლიანობის აღიარება, ურთიერთბრალდებებსა და ტერიტორიულ პრეტენზიებზე უარის თქმა, კონფლიქტური რეგიონების დემილიტარიზაცია, ცენტრისა და რეგიონების ჰარმონიული ურთიერთობა და ა.ს.შ.
საწყის ეტაპად მშვიდობის მისიას უნდა მიეღო რეზოლუცია სტატუს-ქვოს აღდგენის თაობაზე. აღნიშნული სტატუსი არსებობდა და არეგულირებდა ურთიერთობებს რესპუბლიკის ხელმძღვანელობასა და ავტონომიებს შორის.
_ დამეთანხმებით არსებულმა პოლიტიკურმა რეალობამ უარყო ყველა ეს შემოთავაზებული სქემა. მოვლენებმა კიდევ ერთხელ ცხადყო, რომ ის ძალები, რომლებიც პატარა სახელმწიფოებს ტერიტორიალური პრობლემების მოგვარებისათვის უნდოდათ გამოეყენებინათ იმის მიუხედავად, რომ ავტორიტეტული, საერთაშორისო ორგანიზაციების მანდატის ფარგლებში მოქმედებენ, ხშირ შემთხვევაში მაინც კერძო ინტერესებით ხელმძღვანელობენ, რაც თავისთავად დამატებით წინააღმდეგობრივ წრედს ქმნის. ამ წრედის გამხსნელი ძალა კი არ არის. შედეგად მივიღეთ საერთაშორსიოდ აღიარებული სახელმწიფოების სუვერენიტეტის დარღვევა და მათი ფაქტობრივი დაშლა. არსებულ რადიკალურად შეცვლილი ვითარებაში თქვენ კვლავაც გჯერათ შემოთავაზებული ფორმულის ეფექტურობა?
_ მჯერა, რადგან სხვა გადაწყვეტილებები და მიმართულებები არსებული სიტუაციის დარეგულირებაზე კვლავაც ძალისმიერ მეთოდებს გულისხმობს. ახლა უკვე ცხადია, რომ ასეთი მიდგომა მიუღებელია. ოთხი წლის წინ მე წარვადგინე ფორმულა 3+3+2, მაშინ ჯერ კიდევ მოქმედებდა ისეთი მნიშვნელოვანი ფაქტორები, როგორიცაა ნდობის მაღალი ხარისხი და წამყვანი გეოპოლიტიკური მოთამაშეების მჭიდრო თანამშრომლობა. ვფიქრობ მოვლენების საბედისწერო განვითარებამ არ გამორიცხა რეგიონალური ხელმძღვანელობისა და სამშვიდობო ძალების თანამშრომლობის შესაძლებლობა მშვიდობისა და კეთილმეზობლობის დამყარების მიზნით კავკასიაში. ახლა უკვე ყველასათვის ცხადია, რომ პოლიტიკური მომენტი შეიცავს კონფრონტაციულ ელემენტებს. საჭიროა მეტი თავშეკავებულობისა და კეთილგონიერების გამოჩენა, წინააღმდეგ შემთხვევაში სამხრეთ კავკასია პერმანენტულ ომებში და ქაოსში გაეხვევა. ეს ნიშნავს, რომ ევროპა, უფრო სწორად კი ნახშირწყალბადის მსოფლიო ბაზარი, თუ სამუდამოდ არა დიდი ხნით გამოემშვიდობება კავკასიაში ენერგეტიკული კორიდორის იდეას. სამხრეთ კავკასიის სტრატეგიული პლაცდარმის გათვალისწინებით, არსებობს ცენტრისტული ძალების გაცილებით სასტიკი წინააღმდეგობის საფრთხე, რაც გამორიცხავს ძლიერი სახელმწიფო სისტემების შექმნას, დემოკრატიული, ეკონომიკური და სოციალური რეფორმების გატარებას. ეს საფრთხე თანდათანობით გააძლიერებს სეპარატისტულ ტენდენციებს კავკასიაში, რაც მრავალი პატარა ეთნო-სახელმწიფოებს წარმოქმნის. ყოველივე ამის უკან ნათლად იკვეთება არსებული მსოფლიო წყობის დარღვევა, რაც თავისთავად აისახება მთელ მსოფლიოზე. ამრიგად წარმოდგენილი სამხრეთ კავკასიის სტაბილურობის ფორმულით დაინტერესებული ვართ არა მხოლოდ ჩვენ კავკასიელები და ჩვენი ისტორიული მეზობლები, არამედ მთელი მსოფლიო საზოგადოება.
_ ქართველებს, რომლებსაც მთელი მსოფლიოს თვალწინ მოსწყვიტეს თავიანთი ისტორიული ტერიტორიები და დამოუკიდებელ სახელმწიფოებად გამოაცხადეს უჭირთ კავკასიური პრობლემის გლობალურ ასპექტში განხილვა. ქართველების მთავარი ამოცანაა აღდგეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი. ამ მთავარი კომპონენტის გარეშე, ნებისმიერი იდეა და ფორმულა აზრს კარგავს.
_ ალბათ არსებობს ხალხი, ვისაც ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა რეაქტიულად წარმოუდგენია. შევთანხმდეთ, რომ ასეთი პროექტები პოლიტიკური ავანტიურაა. სასტიკი პოლიტიკური რეალობა გვკარნახობს, რომ უნდა ვიყოთ ფრთხილები, წინდახედულები და აღვიჭურვოთ მოთმინებით. დასახული მიზნისაკენ უნდა ვიაროთ ნელა, მაგრამ სწორად. პირველი და მნიშვნელოვანი ნაბიჯი საქართველომ ამ მიმართულებით უკვე გადადგა, როცა მთელ მსოფლიოს განუცხადა, რომ არასოდეს შეეგუება თავისი ტერიტორიების ოკუპაციას. მსოფლიო საზოგადოებამ ერთხმად დაუჭირა მხარი საქართველოს ამ განცხადებას. თუ თქვენს სახელმწიფოს ეყოფა გამჭრიახობა და გამბედაობა ამათუიმ ფორმატით შეუდგეს ჩვენს მიერ დასახელებული მშვიდობიანი ინიციატივების რეალიზებას, მე დარწმუნებული ვარ გამოიძებნება ყველასათვის მისაღები გზები, რათა აღდგეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა.
ყველა ერთხმად აღიარებს იმ ფაქტს, რომ სტაბილურობა და თანამშრომლობა მხოლოდ მშვიდობის პირობებშია შესაძლებელი. არანაკლებ ყურადსაღებია სხვა კავკასიური პრობლემებიც. ეთნიკური სეპარატიზმი ფართოვდება შიდა ძალების ხელშეწყობით. შესაბამისად აუცილებელია, პირველ ეტაპზე ამ საშიში, ხანდახან არცთუ კარგად გამოხატული პოლიტიკური ტენდენციის განეიტრალება. ისტორიული მომენტები ყველასათვის კარგად ცნობილია და მათი გახსენებით თავს აღარ შეგაწყენთ. სამხრეთ კავკასიაში ჩამოყალიბდა თავისებური _ ძლიერ მეზობელზე, მოკავშირეზე ორიენტირების პოლიტიკური სინდრომი. ერთი შეხედვით პატარა ქვეყნების შემთხვევაში აქ საოცარი არაფერია, მაგრამ არსებულ პოსტ-საბჭოურ სივრცეში, სადაც გეოპოლიტიკური ურთიერთობები რთულია სამხრეთ კავკასიის რესპუბლიკებს პოლიტიკური აზროვნების ინერცია უბიძგებს საიმედო, ძლიერი მოკავშირის ძებნას, რომლის პოლიტიკის წყალობითაც ნაციონალურ უშიშროების პრობლემის მოგვარებას უზრუნველყოფს. ჯერ კიდევ ცოტა ხნის წინ ჩვენი პრობლემების მოგვარების პანაცეად ბევრი დსთ-ს მიიჩნევდა, მაგრამ რეალობამ სასტიკად გააცრუა ეს იმედები, ამ ორგანიზაციის შექმნის მთავარი ინიციატორი და სულისჩამდგმელი საომარ ვითარებაში აღმოჩნდა ორგანიზაციისავე წევრთან. ამასთანავე რუსეთი კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის წევრიც გახლავთ, შესაბამისად ამ ხელშეკრულების წევრებმა და პირველ რიგში მისმა გეოგრაფიულმა და ისტორიულმა მეზობლებმა, საქართველომ და სომხეთმა უნდა გაიზიარონ დსთ-ს კომპრომენტაციის პასუხისმგებლობა და ამ ორგანიზაციის სამომავლო ბედი. ეს ორგანიზაცია უძლური აღმოჩნდა დაეცვა თავისი წევრი, საომარი მოქმედებისაგან. ახალ სიტუაციაში სავსებით უძლური და დაბნეული აღმოჩნდა უამისოდაც ქმედითუუნარო სუამი, რომელიც არაეფექტური პოლიტიკის კიდევ ერთ მაგალითს წარმოადგენს. პრობლემის კიდევ ერთი ასპექტი: ბევრს მხსნელად ნატო და ევრო-კავშირი ესახება. გულახდილად რომ ითქვას ევრო-კავშირში გაწევრიანება მხოლოდ შორეული პერსპექტივაა, რაც შეეხება ნატოს, საომარი ფსიქოზის ვითარებაში რატომღაც დაგვავიწყდა, რომ სწორედ ამ ორგანიზაციაში ფორსირებულმა სწრაფვმა მოახდინა მორიგი კავკასიური ომის პროვოცირება. აქედან გამომდინარე ბუნებრივად ჩნდება კითხვა: იქნებ ძლიერი მეზობლისაკენ სწრაფვამ და მასში მოკავშირის ძებნის იდეამ თავის თავი ამოწურა?
_ სად არის გამოსავალი?
_ განვიხილოთ სამხრეთ კავკასიაში გატარებული პოლიტიკის ტრაგიკომიკური შედეგი. თბილისი თავის მომავალს მხოლოდ ნატო-ში ხედავს. ერევანმა თავისი სტრატეგიული მომავალი მჭიდროდ დაუკავშირა რუსეთს. ბაქო, მრავლ პოლუსზე იხლიჩება. ნატო-სკენ ნაბიჯის გადადგმის შემთხვევაში არ შეიძლება არ გადაიდგას შესაბამისი ნაბიჯი რუსეთისკენაც. ასეთმა სტრატეგიებმა უცნაურად დააკანონა, რომ რეგიონალური ლიდერები და ახლა უკვე დასავლეთიც კავკასიას განიხილავს მხოლოდ თავისი გეოპოლიტიკური ინტერესების ჭრილში.
გაცილებით ლოგიკური იქნებოდა ამ წინააღმდეგობრივი "კლუბი"-დან სხვა პოლიტიკური აზროვნებით გამოსვლა _ ეფექტური პოლიტიკური ურთიერთდამოკიდებულების გამოძებნა ერთმანეთთან და დანარჩენ მსოფლიოსთან ყოველგვარი ბლოკებისა და პოლიტიკური, სამხედრო გაერთიანების გარეშე? ასეთი ლოგიკა საბოლოოდ მიგვიყვანს სამხრეთ კავკასიის სახელმწიფოების მიერ ახალი კურსის არჩევასთან, რომელიც ბუნებრივად წარმოშობს გარანტირებულ ნეიტრალიტეტს და ყოველგვარი ბლოკიდან, გაერთიანებიდან და მსგავსი ორგანიზაციიდან გამოსვლას.
- ეს მოთხოვნა თვითაღიარებულ რესპუბლიკებზეც ვრცელდება?
- რასაკვირველია. გარანტირებული ნეიტრალიტეტი, ეს გახლავთ ურთიერთვალდებულება, რეგიონალური და მსოფლიო ცენტრისტული ძალები აიღებენ ვალდებულებას არ ჩაერიონ სამხრეთ კავკასიის სახელმწიფოების შიდა საქმეებში, ეს სახელმწიფოები კი თავის მხრივ უარს იტყვიან ნაციონალური პრობლემების ძალისმიერი გზით გადაჭრაზე და ზემოთ დასახელებული ორგანიზაციების ან გაერთიანებების მეშვეობით თავისი პოზიციების გამყარებაზე. ასეთი პოლიტიკის სიცოცხლისუნარიანობა პირდაპირ დამოკიდებულია შიდა ძალებზე, რომლებმაც უარი უნდა თქვან მეტოქეობაზე და პოლიტიკური გავლენის გაძლიერებაზე კავკასიაში. ასევე აუცილებელია შეიცვალოს შეხედულება კავკასიაზე, როგორც გეოპოლიტიკურ სივრცეზე. საერთაშორისო საზოგადოების პრიორიტეტად კავკასიის გეოეკონომიკური სტრატეგია უნდა იქცეს. ამ ასპექტში სამხრეთ კავკასიის განხილვა პრაქტიკულ პოლიტიკაში მოხდება. საგულისხმოა, რომ ასეთი მოდელი საშუალებას იძლევა მაქსიმალურად ათვისებულ იქნას სამხრეთ კავკასიის კომუნიკაციური პოტენციალი და მისი ენერგეტიკული კომპონენტები. ეს კი რეალური საშუალებაა მოხდეს კავკასიის ტრანსფორმირება,
რეგიონთა შორის ურთიერთობების სტაბილიზაციის და უსაფრთხოების ჭრილში. ყოველივე ეს მოხდება მსხვილი ტრანსკონტინეტური პროექტებით და საერთაშორისო ინტერესებით და არა გამოყოფილი სახელმწიფოების ინტერესებით.
_ პერსპექტივა უდაოდ მომხიბლავია და ამ პროექტების რეალიზაციის შემთხვევაში კავკასიში და მის გარშემო პოლიტიკური ვითარების შეცვლაც მთლიანად შესაძლებელია, მაგრამ რუსეთმა სცნო აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა. ამას გარდა მრავალწლიანმა კონფლიქტმა ხალხთა შორისაც წარმოშვა გაუცხოება. როგორ გესახებათ ამ პრობლემის გადაჭრა?
_ გარანტირებული ნეიტრალიტეტის შემთხვევაში სამხრეთ კავკასიის სახელმწიფოთა თანაარსებობა და ერების თანაცხოვრება სრულიად სხვა პირობებში განიხილება. ეს უნდა მოხდეს ურთიერთ ბრალდებების, პრეტენზიების, ეჭვების გარეშე და დემილიტარიზაციის პირობებში. ყველა უარყოფითი ემოციისაგან განთავისუფლებული ხალხის ძალისხმევა საკითხების გადაჭრისაკენ, სოციალურ-ეკონომიკური წესრიგის დამყარებისაკენ, საზოგადოებრივი სექტორის მატერიალური მოდერნიზაციისაკენ უნდა მიემართოს, ყოველივე ამის გარეშე ევროპასთან ინტეგრაციის შესახებ საუბრები წყლის ნაყვაა და მხოლოდ კეთილ სურვილად დარჩება. თვითგამოცხადებული რესპუბლიკების სტატუსი გაყინული რჩება. რადიკალურ სეპარატისტებს მოესპობათ სხვა სახელმწიფოებთან შერწყმის ფარული იმედი, აქამდე ეს სახელმწიფოები მათ მხოლოდ გეოპოლიტიკური მოსაზრებით მფარველობდნენ. ამავდროულად მათ დამოუკიდებლად განვითარების რეალური შანსი ეძლევათ. ეს გახლავთ ტესტი კვაზი-სახელმწიფოებისმაგვარი წარმონაქმნებისათვის, ამის შესახებ საუბარი დღეს რატომღაც მიუღებელია, თუმცა ეს აუცილებელია ყველა სახელმწიფოსათვის, რომელსაც დამოუკიდებლობის პრეტენზია აქვს. ამრიგად ბუნებრივი გზით ისინი აღმოჩნდებიან გარდამავალი პერიოდის მეტად სპეციფიურ მდგომარეობაში. ვაღიაროთ, რომ ორ ათეულ წელზე მეტია საქართველო და აზერბაიჯანი ამ ადმინისტრაციულ ერთეულებზე კონტროლს ვეღარ ანხორციელებს. რამდენ ხანს უნდა ვიყოთ ამ მდგომარეობაში? ერთი შეხედვით შეიძლება მოგვეჩვენოს, რომ სიტუაციის დარეგულირების შეთავაზებული მოდელი თვითაღიარებულ რესპუბლიკებს რაღაც შანსს აძლევს. რეალურად კი იხსნება ყოველგვარი შეზღუდვა ისტორიულ, გეოპოლიტიკურ, ადმინისტრაციული და ბოლოსდაბოლოს ადამიანური თანაცხოვრებაზე. მთიანი ყარაბახი და ოსეთი ყოველთვის ითვლებოდა დედა-სახელმწიფოების ორგანულ ნაწილად, რომლის შემადგენლობაშიც იმყოფებოდნენ გაფორმებული სახელმწიფო სტატუსით. ისტორიული პერსპექტივაა, პოლიტიკის გლობალიზებული სისტემებით ისინი ასევე დარჩებიან ერთ საერთო გაერთიანებათ. თუ ვინმეს ეჩვენება, რომ კავკასიის მთებში შეიძლება ჯუჯა სახელმწიფოების შექმნა, რომელიც სხვა ერებისა და ეთნიკური ჯგუფებისათვის მაგალითი იქნება, დაე სცადოს. ეჭვგარეშეა, ეს გამოიწვევს კავკასიის პოლიტიკური რუქის გამუდმებულ ცვლას, რაც თავის მხვრივ კავკასიის დემოკრატიული განვითარებისა და კეთილდღეობის იდეასთან დამშვიდობებას ნიშნავს.
_ იქმნება შთაბეჭდილება, რომ თქვენი მსოფლიო პროექტი პირდაპირ არის დაკავშირებული სინდრომთან, რომელსაც კავკასიური ამბიციას ჰქვია. მშვიდობის, კეთილდღეობის და თანამშრომლობისათვის ბევრ სტერეოტიპზე უარი უნდა ითქვას, მაგრამ პირველ რიგში საკუთარი ღირსების ამბიციურად შეფასება უნდა მორჩეს, რადგან ამბიცია საკუთარ ღირსებებზე არ ტოვებს სივრცეს სამართლიანობისა და თანასწორობისათვის.
_ ამბიციურობა მხოლოდ ჩვენი დაავადება არაა. მსოფლიო ინიციატივა, ვის მიერაც არ უნდა იყოს იგი წარმოდგენილი ჩვენის მსგავსია და ზესახელმწიფოების, რეგიონებისათვის და მსოფლიო ძალებისათვის ტესტს წარმოადგენს. ეს ტესტი სხვა არაფერია თუ არა სწრაფვა, რომელიც შედეგად კავკასიელი ხალხისათვის მშვიდობასა და კეთილდღეობას მოიტანს. თუკი კავკასიური სახელმწიფოები ერთმანეთთან კეთილდღეობასა და მშვიდობიან თანაცხოვრებაზე და არა გავლენების სფეროთა გადანაწილებაზე მოლაპარაკებას შეძლებენ, ესეიგი ნამდვილად დადგება ახალი დრო და ეტაპი. თუკი ასეთი მოლაპარაკება არ შედგება, ასეთ შემთხვევაში მათ ვინც დღეს მსოფლიოს ბედს განაგებს კვლავინდებურად უნდათ, რომ დაყონ და იბატონონ. ამ მრავალ ნასკვიან კვანძში სამხრეთ კავკასია და მსოფლიო გეოპოლიტიკა, ასევე კავკასიელი ხალხების როლი, თუ ისინი სეპარატისტული პოლიტიკისა და ტერიტორიული დაპყრობის (რაც ბლოკირების სინდრომს ქმნის) უპერსპექტივობას გააცნობიერებენ გადამწყვეტი იქნება. დარწმუნებული ვარ ამ დაწყევლილი წრიდან ხსნა ნამდვილად არსებობს და ის ნეიტრალურ სამხრეთ კავკასიაშია.
უკანასკნელ პერიოდში ფართოდ განიხილება კავკასიური კონფლიქტების მოგვარების ახალი ფორმულები. ანკარაში წარმოდგენილ "კავკასიაში სტაბილურობისა და თანამშრომლობის პლატფორმა"-ს გაგებით შეხვდნენ რუსეთში.
მოსკოვს მიზანშეწონილად მიაჩნია ბაქოსა და თბილისში დიალოგის გამართვა. ოფიციალური თურქეთის ეს ინიციატივა გაიზიარეს ევროკავშირსა და ამერიკის შეერთებულ შტატებში. კავკასიაში კონფლიქტების მოგვარების ჭრილში ინიციატივით გამოვიდა ირანის პრეზიდენტი ახმედინეჯადი, რომლმაც თურქული მხარის მიერ წარმოდგენილი გეგმა 3+2 არასრულყოფილად მიიჩნია, რადგან აღნიშნული გეგმა სამ სამხრეთკავკასიურ რესპუბლიკას, თურქეთსა და რუსეთს გულისხმობს. როგორც ოფიციალურ თეირანში თვლიან კავკასიაში სტაბილურობის დამყარების გეგმა გაცილებით ახლოს იქნებოდა არსებულ გეოპოლიტიკურ რეალობასთან თუ მასში წარმოდგენილი იქნებოდა ირანიც.

ჯორჯიან თაიმსი