EuroNews - აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნებში "დემოკრატმა" ბარაკ ობამამ დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა
აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნებში "დემოკრატმა" ბარაკ ობამამ დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა, - იუწყება EuroNews .
"ამერიკაში ცვლილებების დრო დადგა", - განაცხადა ქვეყნის 44-ე პრეზიდენტმა ჩიკაგოში სტადიონზე ხალხთან მიმართვის დროს.
"ამერიკელები გაუგზავნიან მიმართვას მთელ მსოფლიოს, რომ ჩვენ არასდროს ვყოფილვართ ინდივიდთა თავშეყრა ან წითელი და ლურჯი შტატების ნაკრები, ჩვენ ყოველთვის ვიქნებით ამერიკის შეერთებული შტატები".
ბარაკ ობამამ მხარდამჭერებს მადლობა გადაუხადა და გამარჯვება მიულოცა სენატორს ჯოზეფ ბაიდენს, რომელიც ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატი იყო.
როგორც EuroNews -ი იუწყება ობამას და ბაიდენის გამარჯვება განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია იმ ფაქტის გამო, რომ ამომრჩეველთა აქტივობამ მოლოდინს გადააჭარბა.