შონ მაკკორმაკი – აშშ-სა და რუსეთს შორის ისევ რჩება უთანხმოებები, ეს არის საქართველოს საკითხი
შონ მაკკორმაკი – აშშ-სა და რუსეთს შორის ისევ რჩება უთანხმოებები, ეს არის საქართველოს საკითხი
ამის შესახებ ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა შონ მაკკორმაკმა თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
"ჩვენსა და რუსეთს შორის ისევ რჩება უთანხმოებები. ეს არის საქართველოს საკითხი. უთანხმოებები, ძირითადად, საქართველოს ტერიტორიაზე სწორედ რუსეთის ქმედებებეს უკავშირდება. ჩვენი შეხედულებები ამ თემაზე არ შეცვლილა. რუსეთთან საერთო ინტერესის საკითხებზე თანამშრომლობა გაგრძელდება. სხვა საკითხები კი, კონდოლიზა რაისისა და სერგეი ლავროვის შეხვედრაზე გადაწყდება", _ განაცხადა მაკკორმაკმა.
თეთრი სახლის წარმომადგენელი ბრიფინგზე მედვედევის გუშინდელ გამოსვლასაც შეეხო და გეგმას კალინგრადის ოლქში სარაკეტო სისტემების განლაგების შესახებ სამწუხარო გადაწყვეტილება უწოდა.
www.InterPressNews.ge
