მიხეილ სააკაშვილი - თუ ვინმეს რამე ილუზია ჰქონდა რუსეთთან დაკავშირებით, დროა, გამოფხიზლდეს
მიხეილ სააკაშვილი - თუ ვინმეს რამე ილუზია ჰქონდა რუსეთთან დაკავშირებით, დროა, გამოფხიზლდეს
მისი თქმით, ეს არის ავტორიტარული, თავზეხელაღებული ძალა, რომელიც დემოკრატიისა და პროგრესის წინააღმდეგ იბრძვის.
როგორც სააკაშვილმა განაცხადა, მედვედევის გუშინდელმა განცხადებამ, საბოლოოდ გააქრო ყველა ეჭვი და კითხვა, რომელიც მას შეიძლებოდა გასჩენოდა სამხედრო აგრესიის თავიდან აცილების შესაძლებლობასთან დაკავშირებით. "ისინი თავიდანვე წავიდნენ გამალებულ კონფრონტაციაზე, საომარ რიტორიკაზე და მოქმედებაზე დემოკრატიულ ქვეყნებთან. საქართველო, სამწუხაროდ, წინა ხაზზე აღმოჩნდა. ასეთია ჩვენი გეოგრაფია და ისტორია", - განაცხადა სააკაშვილმა.
პრეზიდენტი მოუწოდებს ევროპას და აცხადებს, რომ თუ კი ვინმეს რამე ილუზია ჰქონდა რუსეთთან დაკავშირებით, დროა გამოფხიზლდეს, რადგან რუსეთი სხვადასხვა მიმართულებით სამხედრო თამაშებს აგრძელებს.
მედვედევმა გუშინ განაცხადა, რომ რუსეთი კავკასიაში უკან არასოდეს დაიხევს.
www.InterPressNews.ge
