The Financial Times: მედვედევს განცხადება შემთხვევით არ გაუკეთებია
გაზეთის მტკიცებით, მაშინ როცა დემოკრატები არასდროს არ უჭერდნენ მხარს რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემის აღმოსავლეთ ევროპაში განლაგებას, ობამას გაპრეზიდენტების შემდეგ, რეალური შანსი გაჩნდა ამ საკითხში ვაშინგტონის პოზიციის გადახედვისათვის, სულაც არ იყო საჭირო მოსკოვის მიერ კალინინგრადის ოლქში რაკეტების განლაგების შესახებ განცხადების გაკეთება. გაზეთის აზრით, მიუხედავად იმისა, რომ ამის აუცილებლობა არ იყო, ობამას ისტორიული გამარჯვების დღეს მედვედევის განცხადება პროდუქტიული იყო.
გამოცემა მიიჩნევს, რომ რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემის განლაგების საკითხში რუსეთს და აშშ-ს თავის ევროპელ პარტნიორებთან კომპრომისის მიღწევა შეუძლიათ, მაგრამ ისეთ საკითხში, როგორიც საქართველოა, კომპრომისის მიღწევა ძნელი იქნება.
გაზეთის მტკიცებით, აშშ-სა და ნატოს წევრ დასავლეთის ქვეყნებს მოუწევთ თავისი აღმოსავლეთ ევროპელი, ასევე ნატოს წევრი პარტნიორების იმაში დარწმუნება, რომ ალიანსი მათ უსაფრთხოებას დაიცავს. გამოცემის აზრით, მოსკოვის გაღიზიანების გარეშე ამის გაკეთება ძნელია, თუმცა შესაძლებელია. ამის დასტურად სარედაქციო წერილი ბალტიისპირეთის რესპუბლიკების ნატოში გაწევრიანებას ასახელებს.
გაზეთის აზრით, სირთულეების მიუხედავად ისევე როგორც ”ცივი ომის” დროს აშშ და დასავლეთის ქვეყნები რუსეთთან ისეთ საკითხებში ითანამშრომლებენ, რომელიც ორივე მხარის ინტერესებშია. ასეთი საკითხები, შესაძლოა, იყოს თანამშრომლობა ენერგეტიკის სფეროში, ვაჭრობა, ირანი, ტერორიზმთან ბრძოლა და ფინანსური და ეკონომიკური კრიზისის ერთობლივად დაძლევა.
http://presa.ge/index.php?text=news&i=4699