საქართველო ევროპის ენერგომომარაგების ერთ-ერთი წყარო ხდება
საქართველოს გავლით ოდესა-ბროდის ნავთობსადენის გატარებისა და ტრანსადრიატიკული პროექტის განხორციელების საკითხები ფაქტობრივად გადაწყვეტილია:
აზერბაიჯანმა აღნიშნული პროექტების განხორციელებაზე თანხმობა განაცხადა. შესაბამისად, საქართველო ევროპის ენერგომომარაგების ერთ-ერთი წყარო ხდება, ქვეყნის სატრანზიტო შემოსავალი კი მნიშვნელოვნად გაიზრდება.
შესაბამისი გადაწყვეტილებები გუშინ ბაქოში ენერგეტიკის მინისტრების კონფერენციაზე გადაწყდა, რომელშიც ევროკავშირისა და მისი 22 არაწევრი ქვეყნის წარმომადგენლებმა, მათ შორის საქართველოს ენერგეტიკის მინისტრმა ალექსანდრე ხეთაგურმა მიიღეს მონაწილეობა.

დღეს კი, როგორც ცნობილია, ბაქოში უკვე პრეზიდენტების მონაწილეობით რიგით მე-4 ენერგოსამიტი გაიმართება, რომელიც თავისი მასშტაბურობით უპრეცედენტოა.
სამიტში აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი, საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, თურქეთის პრეზიდენტი აბდულა გიული, პოლონეთის პრეზიდენტი ლეხ კაჩინსკი, უკრაინის პრეზიდენტი ვიქტორ იუშჩენკო, ლიტვის პრეზიდენტი ვალდას ადამკუსი, ესტონეთის პრეზიდენტი ტომას-ჰენდრიკ ილვესი, ლატვიის პრეზიდენტი ვალდას ზატლერსი, რუმინეთის პრეზიდენტი ტრაიან ბასესკუ, ბულგარეთის ვიცე-პრეზიდენტი ანგელა მარინა და სხვა ქვეყნების ლიდერები მიიღებენ მონაწილეობას.