პუტინმა საქართველოს ლიდერი სტალინს შეადარა
- ”რუსეთის პრემიერ-მინისტრმა ვლადიმერ პუტინმა საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საბჭოთა დიქტატორს, სტალინს შეადარა”, - ავრცელებენ რუსული საინფორმაციო წყაროები.
დაძაბულობამ ორ ქვეყანას შორის აგვისტოს ომის შემდეგ პიკს მიაღწია.
კრემლის ყოფილი ლიდერის გაცხადებით, სააკაშვილმა ზაფხულის კონფლიქტის დროს სტალინური პრინციპები გამოიყენა, როცა განზრახ თავს დაესხა და დახოცა მშვიდობიანი მოსახლეობა სამხრეთ ოსეთზე კონტროლის აღდგენის მიზნით.
- ”საქართველოს მთავრობამ სცადა თავისი ტერიტორიული მთლიანობის პრობლემა სტალინისტური მეთოდებით გადაეჭრა - ხალხი არ არის, პრობლემაც არ არის,” - განაცხადა პუტინმა სანკტ-პეტერბურგში ჰუმანიტარული საკითხებისადმი მიძღვნილ ფორუმზე.
პუტინი და სააკაშვილი მჭევრმეტყველური ფრაზებით ერთმანეთის მიმართ ჯერ კიდევ ომამდე გამოირჩეოდნენ.
