↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"
განყოფილებებიახალი ამბები
Ქდესპანი

ქართული ეკონომიკის მტერი

maxsimas 6 წთ კითხვა 1343 0 კომენტარი
მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები ეკონომიკური კრიზისით მიყენებულ ზარალს ითვლიან და შექმნილი რთული მდგომარეობიდან გამოსავლის გზებს ეძებენ. პროგნოზები არც თუ დამაიმედებელია, ეკონომიკური რეცესია წელიწადნახევრი მაინც გაგრძელდება. მსოფლიოში შექმნილი რთული ვითარება ქართულ ეკონომიკას სერიოზულ დარტყმას მიაყენებს.

სააკაშვილის არარეალური ოპტიმიზმი
მსოფლიო კრიზისი, რომ ქართული ეკონომიკის მტერია, ეს ხელისუფლებამ უკვე აღიარა. თუმცა რთული ფონის მიუხედავად, მიხეილ სააკაშვილის ჯერჯერობით მაინც იმედიანად არის და ფიქრობს, რომ ქვეყანას მხოლოდ ექვსი თვე გაუჭირდება, 2009 წლის ზაფხულისთვის კი ამერიკული დახმარება შემოვა და ეკონომიკაც გადარჩება.

“საქართველოს ფინანსური სისტემა დაბალანსებულია და სახელმწიფო ბიუჯეტი არ გაირღვევა იმის გამო, რომ აშშ-მ 250 მლნ დოლარი გამოგვიყო”, - განაცხადა პრეზიდენტმა ბიზნესმენებთან შეხვედრისას.

მოგეწონათ? გაუზიარეთ მეგობრებს
გაზიარება Facebook X Telegram LinkedIn ელფოსტა

ამავე კატეგორიიდან · საზოგადოება და ეკონომიკა

💬 კომენტარები 0

დაწერე კომენტარი ↓

ჯერ კომენტარი არ არის — იყავით პირველი.

✓ ბმული დაკოპირდა
დესპანი