↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"
განყოფილებებიახალი ამბები
Ნდესპანი

ნაციონალებმა ახალშობილები ”გადააგდეს”

maxsimas 2 წთ კითხვა 1463 0 კომენტარი
[ნიკა ასლანიძე]
ქვეყანაში არსებული უმძიმესი დემოგრაფიული რეალობა ხელისუფლებას სულაც არ უშლის ხელს ყოვლად გაუმართლებელი გადაწყვეტილება მიიღოს. სულ რაღაც ერთი წლის წინ შემოღებული ახალშობილებზე 1000-ლარიანი დახმარების პროგრამა, უჩუმრად გააუქმეს. პროგრამა ”ღირსეული დასაწყისს” ყოვლად უღირსი და უმსგავსი გაგრძელება მოჰყვა.

სოციალურად დაუცველი ადამიანები, ყოველგვარი მხარდაჭერის გარეშე დარჩნენ. ჯანდაცვის სამინისტრო მათი დაცვისაგან თავს ერთი ხელის მოსმით ითავისუფლებს.

სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამა ”ღირსეული დასაწყისის” ფარგლებში სოციალურად დაუცველ ახალშობილებზე 1000-ლარიანი დახმარება 2008 წლის 5 დეკემბრიდან აღარ გაიცემა.

ინფორმაციას ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაცია ”ადამიანის უფლებათა ცენტრი” გაავრცელა, რომელმაც ამ მეტად სავალალო გადაწყვეტილება სააშკარაოზე გამოიტანა და საზოგადოებას ამცნო.

ცენტრის ინფორმაციით, ათასლარიან დახმარებას ვერც ის ხელმოკლე ოჯახები მიიღებენ, რომელთაც ბავშვი 2008 წლის დეკემბრამდე გაუჩნდათ, რადგან მთავრობის 234-ე დადგენილებით, სოციალური სუბსიდიების სააგენტოს 2008 წლის 8 დეკემბრიდან ბარათების გაცემის, ხოლო საბანკო დაწესებულებებს 15 დეკემბერს ბარათების მიღებისა და განაღდების შეწყვეტა დაევალათ.

ხელმოკლე ოჯახებში დაბადებული ახალშობილების დახმარების მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამის გაუქმების შესახებ დადგენილების პროექტი საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში მომზადდა. ამ ინფორმაციასთან დაკავშირებით ჯანდაცვის სამინისტრო კომენტარს არ აკეთებენ, რადგან მათ საკომენტაროც არაფერი აქვთ.

ჯანდაცვის სამინისტროს კი არა, კომენტარი არ გაუკეთებია თითქმის არავის. საქართველოს მთავრობის 5 დეკემბრის 234-ე დადგენილებას, მარტოოდენ ახალი მემარჯვენეების წევრი ფიქრია ჩიხრაძე გამოეხმაურა, რომელმაც სანდრო კვიტაშვიის უწყების გადაწყვეტილება გენოციდის ტოლფას ქმედებად შეაფასა.

- ”როდესაც წინა პარლამენტის დროს ახალმა მემარჯვენეებმა წარვადგინეთ პროგრამა ქვეყანაში არსებული დემოგრაფიული პრობლემების მოსაგვარებლად, მაშინ მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ ნაციონალური მოძრაობა ამ პრობლემის მოგვარებას უფრო გლობალურად აპირებდა. მიზნობრივი დახმარებების დღითი დღე და მეთოდურად შემცირებით კარგად ჩანს ამ ხელისუფლების დამოკიდებულება დემოგრაფიული პრობლემისადმი”, - აღნიშნავს ჩიხრაძე.

ეს არის და ეს. იმ ფონზე, როდესაც საქართველოში უმძიმესი დემოგრაფიული ვითარებაა, საზოგადოებისა და თუნდაც პოლიტიკური პარტიების ამგვარი პასიურობა მართლაც უცნაურია.

მოგეწონათ? გაუზიარეთ მეგობრებს
გაზიარება Facebook X Telegram LinkedIn ელფოსტა

ამავე კატეგორიიდან · საზოგადოება და ეკონომიკა

💬 კომენტარები 0

დაწერე კომენტარი ↓

ჯერ კომენტარი არ არის — იყავით პირველი.

✓ ბმული დაკოპირდა
დესპანი