სახიფათო კავშირები: КГБ ოსი ეროვნების აგენტს ვაშინგტონში აგზავნის
მაგრამ ამერიკელებმა, რომლებიც ცხოვრებოვას ხვდებოდნენ, არ იცოდნენ მისი კავშირების შესახებ სამხრეთ ოსეთის უშიშროების სამსახურთან. მან უარყო ბრალდება აგენტობის შესახებ და განაცხადა, რომ სამხრეთ ოსეთში უსაფრთხოების სამსახურთან ურთიერთობა ჩვეულებრივი ამბავია.
მაგრამ საქართველოს სადაზვერვო სამსახურმა უზრუნველყო Associated Press-ი ფარული ჩამწერით. ფარული ჩანაწერიდან ირკვევა, რომ ლირა განიხილავს დავალებებს, ფულად და საინფორმაციო საკითხებს ვასილი გულიევთან, სამხრეთ ოსეთის უშიშროების კონტრდაზვერვის დირექტორის მოადგილესთან. ეს სამსახური კი იშიფრება, როგორც საბჭოთა ეპოქის აბრევიატურა - KGB.
- ”საერთოდ აღარ დამრჩა ფული. გუშინ სრულიად შემთხვევით სუპერ... შესაძლოა, არა სუპერი, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაცია გავიგე”, - აუწყა მან გულიევს სატელეფონო საუბრის დროს 2005 წლის ივნისში. გულიევი მაშინვე დათანხმდა მასთან შეხვედრაზე.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვანო მერაბიშვილი Associated Press-სთან ინტერვიუში ამბობს, რომ ცხოვრებოვა რუსეთის უშიშროების სამსახურებისთვის მუშაობდა. ოსი ეროვნების ქალბატონს სასაცილოდ არ ეყო ბრალდება და განაცხადა, რომ ის ბინძური კამპანიის მსხვერპლია.
ცხოვრებოვას განცხადებით, მან არაფერი იცოდა ფარული ჩანაწერების შესახებ, სანამ თავად Associated Press -მა არ აჩვენა ჩანაწერები. ირკვევა, რომ მას 2005 წლიდან უსმენენ. მაგრამ არ ირკვევა, ცხოვრებოვას მიუწვდებოდა თუ არა ხელი საიდუმლო ინფორმაციაზე, თუმცა, აშკარაა, რომ გულიევი ინტერესდებოდა დასავლურ ორგანიზაციებთან მისი ხშირი კონტაქტებით.
- ”ის არ იყო აგენტი კლასიკური გაგებით, რომელიც საქართველოში შემოდიოდა და ითვლიდა სამხედროების რაოდენობას ან სხვა მოქმედებებს. მაგრამ, სპეციალურ სამსახურებს ყოველთვის აწვდიდა ინფორმაციას მისი შეხვედრების შესახებ საერთაშორისო ორგანიზაციებთან”, - ამბობს მერაბიშვილი.
Associated Press-სთან სატელევიზიო ინტერვიუს დროს ცხოვრებოვა აღიარებს, რომ ის ჩვეულებრივ ესაუბრებოდა და ხვდებოდა გულიევს, მისი ოჯახის მეგობარს. მაგრამ ის უარყოფს КГБ-სთვის მუშაობას.
მისმა საზოგადოებასთან ურთიერთობის ამერიკელმა აგენტმა, მაიკლ სეილორმა Saylor Co-დან გააპროტესტა მისი დაკითხვა და Associated Press-ის ჟურნალისტებს კამერის გამორთვა მოსთხოვა, მანამ, სანამ ცხოვრებოვა მისი საუბრის გაშიფრულ ჩანაწერებს კითხულობდა.
მოგვიანებით, თავის განცხადებაში, ცხოვრებოვამ ამ ჩანაწერებს ”ბოროტგანზრახული, ფალსიფიცირებული და პროგნოზირებადი” უწოდა. მან განაცხადა, რომ საქართველოს პრეზიდენტი თავის ოპონენტებს რეგულარულად უწოდებს ჯაშუშებს.
- ”ამგვარი ბრალის დადება ძალიან ადვილია, მაგრამ შეუძლებელია მისი უკუგდება და საპირისპიროს დამტკიცება,” - აცხადებს ის.
- ”მსოფლიოს ჩემს ნაწილში, ვერავინ, ვისი საქმიანობაც ადამიანის უფლებების დაცვასთანაა დაკავშირებული, ვერ გაექცევა უშიშროების წარმომადგენლებთან კონტაქტებს”, - აღნიშნა მან, - ”ეს სიმართლეა, როგორც საქართველოსთვის, ისე ოსეთისთვის და ვინც ადამიანის უფლებების დაცვაზე მუშაობს, ყველამ იცის ეს”.
სამხრეთ ოსეთი მჭიდროდ კონტროლდება უშიშროების სამსახურების მიერ. ექსპერტი მამუკა არეშიძე ეთანხმება ცხოვრებოვას შეფასებებს და ამბობს - ”ფაქტიურად შეუძლებელია, წახვიდე საზღვარგარეთ, იმუშავო საერთაშორისო ორგანიზაციებთან ისე, რომ ინფორმაცია არ მიაწოდო უშიშროებას”.
სამხრეთ ოსეთის უშიშროება უარყოფს, რომ ცხოვრებოვა მისი აგენტია. ირინა გაგლოევა ბრალდებებს ”ტიპიურ პროვიკაციებს” უწოდებს, რომლის მიზანი სამხრეთ ოსეთის დისკრედიტაციაა და ასევე იმ პირების, რომლებიც ადამიანის უფლებების დაცვაში არიან ჩართულნი”.
ცხოვრებოვა ხაზს უსვამს, რომ ის მთავრობისგან დამოუკიდებლად მუშაობს და არ მიუღია ინსტრუქციები საზღვაგარეთ გამგზავრებასთან დაკავშირებით.
თუმცა, სახელმწიფო მდივნის თანაშემწე მეთიუ ბრაიზა, რომელსაც მჭიდრო ურთიერთობები აქვს მიხეილ სააკაშვილთან და პასუხისმგებელია კავკასიაში ამერიკული პოლიტიკაზე, აცხადებს, რომ მას ეჭვი ეპარება ცხოვრებოვას დამოუკიდებელ საქმიანობაში. ბრაიზამ Associated Press-სთან ინტერვიუს შემდეგ გააუქმა შეხვედრები ცხოვრებოვასთან, რომელიც მისმა მოადგილეებმა დაგეგმეს.
- ”კავკასიაში ჩემი მრავალწლიანი გამოცდილების მიუხედავად ეს უნიკალური შემთხვევაა, როცა ამ ტიპის ორგანიზაციას ჰყავს ესოდენ ძვირადღირებული პიარ-წარმომადგენელი. ეს საგანგაშო სიგნალია”, - აღნიშნა მან.
ცხოვრებოვას მფარველთა სიაში ცნობილი რუსი დირიჟორი და ეთნიკური ოსი - ვალერი გერგიევიცაა, რომელმაც ცხინვალში კონცერტი ჩაატარა მისი დაბომბვიდან რამდენიმე კვირაში. ცხოვრებოვამ განაცხადა, რომ გერგიევმა მას ანდრეი კონჩალოვსკი გააცნო, აღიარებული რეჟისორი, რომელიც მას სეილორის კომპანიის დაქირავებაში დაეხმარა. კონჩალოვსკი ცნობილი რეჟისორის, ნიკიტა მიხალკოვის ძმააა. ის კი პრემიერ-პუტინის ერთ-ერთი ყველაზე ხმამაღალი დამცველია.
ცხოვრებოვა არ ამხელს საკუთარ დანახარჯებს, მაგრამ ირკვევა, რომ სეილორი საკმაოდ გაისარჯა მისთვის. მან დაუმზადა ორი ვებგვერდი, მოაწყო საზოგადოებრივი ღონისძიებები და შეხვედრები კონგრესში, ასევე შეძლო ცხოვრებოვას მოსაზრებების გამოქვეყნება Los Angeles Times-სა და Christian Science Monitor-ში.
ქართველი ოფიციალური პირები კმაყოფილნი არიან დაზვერვის საქმიანობის იმ ნაწილით, რომლის მიზანი სეპარატისტული მთავრობის წევრების საუბრების მოსმენაა 2004 წლიდან მოყოლებული დღემდე. ეს პროგრამა გრძელდება, მაგრამ თანდათან ნაკლებ ეფექტური ხდება, რამდენადაც სამხრეთ ოსეთი ქართული ბიჭური კავშირგაბმულობის ოპერატორიდან თანდათან რუსულზე გადადის.