ნაბუკო” გადარჩება, თუ კასპიის ზღვა ტბა არ არის
შეთანხმების მიხედვით რუსეთი აშხაბადისგან 2028 წლამდე 50 მილიარდ კუბურ მეტრ გაზს ყიდულობს ყოველწლიურად. ამის გარდა თურქმენებს ჩინეთის წინაშეც აქვთ აღებული ვალდებულება.
მოსკოვური რეცეპტის ფორმულირება ასე შეიძლება გაიშიფროს: ”იყიდე იაფად იმდენი გაზი, რამდენსაც შეძლებ, დანარჩენი - გაუშვი ჩინეთის მიმართულებით. ამგვარად, ჩვენს, რუსეთის გარეშე, ერთი კუბური მეტრი გაზიც კი ვერსად წავა”.
ამიტომ, შუააზიურმა სახელმწიფომ ყველა თავისი შეთანხმება რომ შეასრულოს და დასავლეთის მიმართულებითაც გაიხსნას, აუცილებელია, ახალი საბადოების დამუშავება.
ბოლო მონაცემების მიხედვით, თურქმენეთი გაზის უკმარისობას არ უჩივის. დამოუკიდებელმა აუდიტორულმა კომპანიამ Gaffney, Cline and Associates – GCA-მ განცხადება გააკეთა უზარმაზარი მარაგების არსებობის შესახებ - ავღანეთის საზღვრებთან.
თუ გათვლები სწორია, სამხრეთ ელოტენ-ოსმანის აუზი შესაძლოა 14 ტრილიონ კუბურ მეტრამდე გზას მოიცავდეს. კომპანიის მენეჯერის, ჯიმ გილეტას განცხადებით, გამოკვლეულ საბდოებზე გაზის უფრო მეტი მარაგია, ვიდრე თურქმენეთის ”ვალდებულებებშია” გაწერილი.
GCA-მ კიდევ ერთი საბადოს, იაშლარის აუზის აუდიტი ჩაატარა. იქ 0,25 და 1,5 ტრილიონი კუბური მეტრი გაზი აღმოაჩინეს. წინასწარი შეფასებით, კასპიისპირეთის სახელმწიფო შესაძლოა მსოფლიო მარაგების მეოთხედს ფლობდეს, რაც შესაძლებელს ხდის თურქმენეთის მიერთებას ”ნაბუკოს” პროექტზე.
მაგრამ აქ კიდევ ერთი გადაუჭრელი საკითხი დგას: როგორ შეძლებს თურქმენეთი თავისი გაზის მიწოდებას აღმოსავლეთ კასპიის ზღვის სანაპიროდან დასავლეთისკენ? ეს ”პრობლემა” გადაულახავ დაბრკოლებადაა ქცეული თურქმენებისთვის.
კასპიის ზღვის სტატუსი განსაზღვრული არ არის. თუ ის სამართლებრივ ურთიერთობებში განისაზღვრება როგორც ზღვა, მაშინ თეორიულად მილსადენი ზღვის ფსკერზე გაგრძელდება. მაგრამ, თუ ის ჩაითვლება, როგორც ტბა, პროექტი მაშინ არის განხორციელებდი, როცა ყველა ”ტბისპირა” სახელმწიფო თანხმობას მისცემს. ეს კი პოლიტიკურ-ენერგეტიკული თვალთახედვიდან ძლიერ ააღელვებდა, როგორც რუსებს, ისე ირანელებს.
სიტუაცია გაამწვავა აზერბაიჯანისა და თურქმენეთის ინტერესების დაპირისპირებამ. ყველაფერი კასპიის ზღვის ნახშირწყალბადის მარაგების განაწილების გამო მოხდა. ამან მილსადენების ჩადების შესაძლებლობა შეაფერხა. ახლა, წლობით გაგრძელებულ გაურკვევლობას, თითქოს ნათელი მოეფინა.
Moscow Times-ის ინფორმაციით, თურქმენეთი, აზერბაიჯანი და თურქეთი შეთანხმდნენ - ჩამოყალიბონ ევროპაში შემავალი და მოსკოვზე გვერდის ამავალი ახალი ენერგეტიკული დერეფანი.
ნოემბრის ბოლოს თურქმენეთის პრეზიდენტმა გურბანგულ ბერდიმუხადმამედოვმა აზერბაიჯანის და თურქეთის პრეზიდენტები მიიღო. მოლაპარაკებების შემდეგ, შეხვედრისას მასპინძელმა განაცხადა:
- ”სამი სახელმწიფოს თანამშრომლობაში უდიდესი შესაძლებლობები იფარება. რუკას თუ დახედავთ, მიხვდებით, რატომაც. კარგად ჩანს, რომ ეს სამი ქვეყანა იმ დერეფანს იძლევა, რომელიც უზრუნველყოფს წყაროს და მარშრუტის დივერსიფიკაციას რუსეთთან მიმართებაში”.
დაგეგმილი პროექტის მთავარ ელემენტად შესაძლოა იქცეს წყალქვეშა ნაწილი, რომელიც ორ შუააზიურ სახელმწიფოს კასპიის ზღვით აკავშირებს. ზემოხსენებულ შეხვედრაზე ორი ქვეყანა შეთანხმდა რეგიონის წიაღისეულის ტრანსპორტირების ერთობლივ დივერსიფიცირებაზე.
აზერბაიჯანელები და თურქმენები ითანამშრომლებდნენ ახალი საბადოების მოძიებასა და დამუშავებაში, ასევე გაზისა და ნავთობის ტრანსპორტირებაში. და თუ განხროციელდება დიდი ხნის ნანატრი შეთანხმება შეერთებულ შტატებსა და ევროკავშირს შორის, მაშინ შესაძლებელი იქნებოდა თურქმენული გაზის წინ აზერბაიჯანსა და თურქეთზე გავლით დერეფანი გახსნილიყო ევროპის მიმართულებით. თუ, რა თქმა უნდა, მხედველობაში მივიღებთ იმ გარემოებასაც, რომ ამ შემთხვევაში ზღვა - ტბა არ არის.
არ ღირს რუსეთის დავიწყებაც, რომელიც კასპიისპირა რეგიონის გაზის მარაგებს ეპოტინებოდა. ის კასპიის ზღვის ფსკერზე აქამდე წარმატებით ბლოკავდა გაზსადენების მშენებლობის ყველა მცდელობას. მაგრამ, თუნდაც პოლიტიკური კლიმატი კეთილგანწყობილი იყოს, ჩვენ ჯერ კიდევ არ გვისაუბრია ეკონომიკურ კლიმატზე. კრიზისმა და მსოფლიო რეცესიამ ხომ უამრავი კითხვის ნიშანი გააჩინა ”ნაბუკოს” საქმეში.
