განდევნა საქართველოდან
მისმა ენერგიამ, აზარტმა და მზაობამ - ერთდროულად გამგზავრებულიყო მოსკოვშიც, თბილისშიც - აჩვენა, რომ ევროკავშირი უბრალოდ დამკვირვებელი არ იქნებოდა, როცა რუსული ტანკები გაეროსა და ევროსაბჭოს წევრ ქვეყანაში თავისუფლად დაჰქროდნენ.
რუსეთი დღეს შეიცვალა. ნავთობზე მსოფლიო ფასების დაცემას იქამდე მიყავს, რომ ის შთანთქავს მთელ მოგებას, რაც ნავთობის გაყიდვიდან ნახა წინა წლებში, ხოლო 2009 წელს კრემლს ეკონომიკის ნულოვანი ზრდა ელის. ვლადიმერ პუტინს რუსეთის მართვა იმის წყალობით გამოსდიოდა, რომ ყველას ნებას რთავდა - ოლიგარქებიდან და გენერლებიდან დაწყებული საშუალო კლასით და პატრიარქით დამთავრებული - მიეღო თავისი წილი უკანასკნელი ათწლეულის განმავლობაში მოპოვებული ნავთობის სიმდიდრიდან.
მაგრამ საერთო კეთილდღეობის ეპოქა ახლა დასასრულისკენ მიდის და რუსეთი კვლავ ღარიბ ქვეყნად იქცევა. ფულით ღარიბი და მდიდარი ატომური იარაღით, თავისი უსაზღვრო შესაძლებლობებით - პრობლემები შეუქმნას ევროატლანტიკურ დემოკრატიას ირანის, ბალკანეთის და ავღანეთში ჯარებისთვის იარაღის მიწოდების გამო, მაშინ, როცა პაკისტანზე გამავალი გზები საშიში ხდება.
ახლა კრემლმა სარკოზის, ევროსაბჭოსა და ეუთოს ახალი გამოწვევა ესროლა. ექვსპუნქტიანი ხელმოწერილი შეთანხმებიდან განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევს პუნქტი, სადაც ნათქვამია, რომ ”ეუთოს საერთაშორისო სადამკვირვებლო ჯგუფი თავის მანდატს გააგრძელებს”, როგორც კონფლიქტის დაწყებამდე იყო.
ეუთოს მისია სადავო ტერიტორიებზე 1991 წლიდან იმყოფებოდა. მის ამოცანებში დაკვირვება და დასკვნების მომზადება შედიოდა იმის შესახებ, რაც იქ ხდებოდა. მაგრამ ახლა კრემლმა განკარუგლება გასცა, რომ მისიამ რეგიონი დატოვოს, რაც მედვედევ-სარკოზის შეთანხმების აშკარა დარღვევაა. მისიაში სულ 200-მდე ადამიანია. მისიას არ შეეძლო აღეკვეთა რუსების მიერ ქართველების ეთნიკური წმენდა. მას ასევე არ შეეძლო აღეკვეთა საქართველოს პრეზიდენტის თავდასხმა. მაგრამ ის ზიზღი და ცინიზმი, რითაც კრემლმა ეუთოს მისია განდევნა, აჩვენებს, რომ რუსეთის პრეზიდენტის მიერ ხელმოწერილი ოფიციალური შეთანხმება არაფერს ნიშნავს. Pacta non sunt servanda - ან შეთანხმების შესრულების არააუცილებლობის პრინციპი - ეს პუტინის ახალი შენატანია 21-ე საუკუნის დიპლომატიურ ლექსიკონში.
რამდენად მნიშვნელოვანია ეს? ეუთო 70-იან წლებში შეიქმნა ვილი ბრანდტის აღმოსავლური პოლიტიკის ფარგლებში. ჰენრი კისინჯერიც მხარს უჭერდა განიარაღების ამ პოლიტიკას. ხოლო სრულწონიანი ბეჭედი ლეონიდ ბრეჟნევმა და ჯიმი კარტერმა თავიანთი კეთილხმოვანი კოცნით დაადეს.
მას შემდეგ უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ევროპული ორგანიზაცია შეუმჩნეველ, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვან საქმეს მისდევს. ის აკვირდება არჩევნების მიმდინარეობას, თანამონაწილეობს დემოკრატიის განვითარებაში, ასევე ქმნის აუცილებელ ბაზას უფლებების დამცველი არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობისათვის. ის საშუალებას აძლევს აშშ-სა და კანადას ერთობლივად ჩაატარონ სამუშაოები რუსეთთან, შავი ზღვისა და კავკასიის ქვეყნებთან ერთიანი ორგანიზაციის ფარგლებში, რომელიც ყოველთვის ცდილობს, გაექცეს კონფრონტაციას და კომპრომისულ გადაწყვეტილებებს ეძებს.
ძალიან სამწუხაროა, მაგრამ, როგორც ჩანს რუსეთი ფიქრობს, რომ ეუთოს ვადა გაუვიდა და მას უკვე არავითარი მნიშნვლეობა არ აქვს იმისათვის, რისაც კრემლს სჯერა. მუდმივად ჩნდება ახალი მაგალითები იმისა, თუ რუსეთი როგორ უარყოფს ეუთოს მისიის წინადადებების მიღებას. ბევრისთვის ცხადი გახდა, რომ პუტინის კრემლი ეუთოს მოუსვენარ რელიქტად თვლის, რომელიც დემოკრატიაზე, თავისუფალ არჩევნებზე, სიტყვის თავისუფლებაზე და ”ცხელი” და ”გაყინული” კონფლიქტების მშვიდობიან დარეგულირებაზეა ჩაციკლული.
რუსეთის გადაწყვეტილება, რომ დაარღვიოს თავისივე ოფიციალური გადაწყვეტილება ეუთოს მიისათვის საქართველოში მანდატის გაგრძელებაზე, უნდა განვიხილოთ პუტინის ახალი დიპლომატიის ფონზე. ეუთოსა და მის წევრებს ატლანტიკის ორივე მხრიდან ამ სიტუაციაში ცოტა რამ ხელეწიფებათ.
>საინტერესოა, გამოვა თუ არა სარკოზი პროტესტით. ეს მისი შეთანხმება იყო, რომელიც ახლა პატივაყრილია.
>გამოვა პარიზი პროტესტით, თუ პუტინი მოახერხებს მორიგი ტრიუკის ჩატარებას, რაც ევროპული ქვეყნების, ასევე ეროპისა და ჩრდილოეთ ამერიკის გაყოფას ისახავს მიზნად?
