1956 წლის 9 მარტის ტრაგიკული მოვლენების შემდეგ 51 წელი გავიდა
1956 წლის 9 მარტის ტრაგიკული მოვლენების შემდეგ 51 წელი გავიდა. კომუნისტური პარტიის მე-20 ყრილობაზე პარტიის გენერალური მდივნის ნიკიტა ხრუშჩოვის მოხსენებამ, პიროვნების კულტის შესახებ, საბჭოთა კავშირის მილიონობით მოქალაქე შეაშფოთა.
განსაკუთრებული რეაქცია ხრუშჩოვის გამოსვლას საქართველოში მოჰყვა. „საპროგრამო სიტყვა" ქართველი ერის შეურაცხყოფად აღიქვეს, რასაც თბილისსა და სხვა ქალაქებში დემონსტრაციები მოჰყვა.
ქართველმა სტუდენტებმა თბილისის ქუჩებში სტალინის პორტრეტებით მსვლელობა მოაწყვეს. დემონსტრანტებს მოსწავლეები, ინტელიგენციის ნაწილი, სხვადასხვა ქარხნისა და ფაბრიკის მუშებიც შეუერთდნენ.
დემონსტრანტების მოთხოვნები პოლიტიზებული გახდა. გაჩნდა საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნაც. საბჭოთა ხელისუფლებამ გადაწყვიტა დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალა გამოეყენებინა.
შეტაკება მშვიდობიან დემონსტრანტებსა და საჯარისო ნაწილებს შორის 9 მარტს ღამით მოხდა. დაღუპულთა ზუსტი რიცხვი დღემდე უცნობია. სხვადასხვა წყაროს ცნობით, იმ დღეს 100-დან ათასამდე ადამიანი დაიღუპა.