↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"
განყოფილებებიახალი ამბები
Თდესპანი

თემურ თათარაშვილის დაცემა

Davinchi 1 წთ კითხვა 537 0 კომენტარი
თემურ თათარაშვილს ათი წლით პატიმრობა მიუსაჯეს

მომღერალ თემურ თათარაშვილს თბილისის საქალაქო სასამართლომ ათი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ბრალდებულს მოუხსნეს ნარკოტიკების უცხოეთიდან შემოტანის ბრალდება და დაუტოვეს რეალიზაციის მუხლი. ...

მოსამართლემ მომღერალს ნარკომანიისაგან განსაკურნებლად იძულებითი სამკურნალო კურსიც დაუნიშნა.

პროკურორმა თათარაშვილისთვის 15-წლიანი პატიმრობა მოითხოვა. დღევანდელ გადაწყვეტილებას დაცვის მხარე სავარაუდო სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს და სასჯელის კიდევ უფრო შემსუბუქებას მოითხოვს.

თათარაშვილი სუბუტექსის რეალიზაციისათვის გასულ წელს დააკავეს. ბრალდებულმა დანაშაული აღიარა.

მოგეწონათ? გაუზიარეთ მეგობრებს
გაზიარება Facebook X Telegram LinkedIn ელფოსტა

ამავე კატეგორიიდან · საზოგადოება და ეკონომიკა

💬 კომენტარები 0

დაწერე კომენტარი ↓

ჯერ კომენტარი არ არის — იყავით პირველი.

✓ ბმული დაკოპირდა
დესპანი