↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"
განყოფილებებიახალი ამბები
1დესპანი

15 აპრილი სიყვარულის დღე

Tamunia 1 წთ კითხვა 1062 0 კომენტარი
 გაზაფხულის შუა თვის, შუა რიცხვს - 15 აპრილს უკვე მე-13 წელიწადია საქართველოში სიყვარულის დღეს აღნიშნავენ. ეს დღესასწაული წლების წინ, ჩვენმა თანამემამულემ, ქართველმა დაარსა. 1993 წელს, მან პირველად შესთავაზა საზოგადოებას სიყვარულის დღის დაარსების იდეა და ერთი წლის შემდეგ მარადიულ ტრადიციას საფუძველი ჩაუყარა. ბესო ჩუბინიძემ დააარსა, მის მეუღლეს მიუძღვნა და თან კონცერტით აღნიშნა ვარსკვლავებთან ერთად. ქართული სიყვარულის დღის დაარსების იდეა მას 1993 წელს გაუჩნდა თავად ეს რიცხვი კი, უკეთილშობილესმა ადამიანმა, მწერალმა, ცხონებულმა გიგა მახვილაძემ შესთავაზა, ისე რომ სულ არ იცოდა, რომ ამ იდეის ავტორიც, ამ დღეს იყო დაბადებული. ეს დღე მისი დაბადების დღეცაა და ასე ამბობს:- რომ 15 აპრილი გაზაფხულის ცენტრია და გაზაფხულის - ანუ სიყვარულის ცენტრში ვარ დაბადებული და ამით ბედნიერი ვარო.....
მოგეწონათ? გაუზიარეთ მეგობრებს
გაზიარება Facebook X Telegram LinkedIn ელფოსტა

ამავე კატეგორიიდან · საზოგადოება და ეკონომიკა

💬 კომენტარები 0

დაწერე კომენტარი ↓

ჯერ კომენტარი არ არის — იყავით პირველი.

✓ ბმული დაკოპირდა
დესპანი