რუსთაველზე მომხდარი მკვლელობა გახსნილია
33 წლის თემურ გორგილაძემ მასზე 20 წლით უმცროსი მატაშენკოს მკვლელობა დაკავებისთანავე აღიარა. რუსთაველზე მომხდარ მკვლელობაში გამოძიებას კიდევ ერთი ეჭვმიტანილი, ძებნილი მამუკა ნაცვლიშვილი ჰყავს.
მატაშენკოების ოჯახი სასამართლოს მკაცრ განაჩენს ელის. მოკლულის ადვოკატს გამოძიებასთან პრეტენზიები აღარ აქვს, მაგრამ სასამართლოში შესატანად სარჩელს 44-ე სკოლის წინააღმდეგ ამზადებს. ოჯახი გააღიზიანა სკოლის სასწავლო ნაწილის გამგის განცხადებამ მოსწავლის კრიმინალურ მენტალიტეტთან დაკავშირებით.
სასწავლო ნაწილის გამგემ განცხადების გამო ბოდიში საჯაროდ უკვე მოიხადა, რის გამოც შესაძლოა სასამართლოს გადაურჩეს.
წყარო : imedinews.ge
