↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"
განყოფილებებიახალი ამბები
Თდესპანი

თბილისში ძალიან გახშირდა ახალგაზრდათა მკვლელობები

LEVA1989 2 წთ კითხვა 851 0 კომენტარი
როგორც იცით თბილსში გახშრდა ახალგზარდებს შორის გარჩევები რაც ხშირად მსხვერპლით მავრდება.

მაგალითად დღეს ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე თბილისში სამი ახალგაზრდა დაიჭრა. მათგან ერთის, 23 წლის გიორგი შოშიაშვილის ჯანმრთელობის მგომარეობა მძიმეა, მას ურთულესი ოპერაცია უტარდება.

შოშიაშვილი სხეულის მძიმე დაზიანებებით ნომერ მეოთხე საავადმყოფოში გუშინ მიიყვანეს. მას ცივი იარაღით ხერხემლიდან მუცლის არეში გამჭოლი ჭრილობა აქვს მიყენებული.

ჭრილობა იმდენად მძიმეა, რომ მას უკვე მეორე ოპერაცია უტარდება. წინასწარი ინფორმაციით, შოშიაშვილი გუშინ საღამოს გლდანის მე-7 მიკრორაიონში ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე დაჭრეს.

მასთან ერთად კიდევ ორი დაჭრილი ახალგაზრდის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

ხოლო რამდენიმე დღის წინ მოკლეს 14 წლის გოგონა.

ციტატა სტატიიდან:


 გვიან ღამით დადიანის 12 ნომერში მცხოვრებლებმა სადარბაზოს წინ მოკლული გოგონას გვამი იპოვეს. გარდაცვლილი 14 წლისაა. მას მრავალჯერადი ჭრილობა ყელისა და მუცლის არეში დანით აქვს მიყენებული.

სალომე მამაცაშვილის ცხედარი პროზექტურაში დედამ ამოიცნო. მკვლელობის დეტალები ჯერჯერობით უცნობია. სალომე მამაცაშვილი მეგობარ ბიჭთან ერთად ღამის კლუბ 'გვირაბში' იმყოფებოდა. მოკლული გოგონა იმავე სკოლის მოსწავლეა, სადაც რამდენიმე დღის წინ მოკლული ნიკა ჩანქსელიანი სწავლობდა.


რამოდენიმე დღის შემდეგ ცნობილი ხდება ახალი ფაქტები:

ციტატა სტატიიდან:


მოზარდებში მომხდარ გახმაურებულ მკვლელობებთან დაკავშირებით ახალი დეტალები იკვეთება. ბოტანიკურ ბაღთან მოკლული ნიკა ჩანქსელიანის დედა აცხადებს, რომ მისთვის ცნობილია 14 წლის სალომე მამაცაშვილის მკვლელობის მოტივი.

'მამაცაშვილი, როგორც მოწმე, თავიდან მოიშორეს. სალომემ დაინახა, როგორ ისროდა ბაჩო სირაძე, რომელიც ადრეც ხოცავდა ხალხს, მაგრამ მისი მამა ყოფილი პოლიციელია და ყოველთვის შეეძლო შვილის დახსნა პასუხისმგებლობისგან,' - ასეთია მოკლულის დედის ვერსია. მისი თქმით, მკვლელობის წინა დღეს სალომემ მათ შეატყობინა, რომ მკვლელობას შეესწრო და მეორე დღეს ყველაფრის მოყოლას დაჰპირდა, თუმცა იმ ღამით გოგონა მოკლეს. ჩანქსელიანების ოჯახი ირწმუნება, რომ მკვლელობა ბაჩო სირაძის მამის შეკვეთილია.

ნიკა ჩანქსელიანსა და მის ძმას ბოტანიკურ ბაღთან 9 მაისს ესროლეს. ნიკა ჩანქსელიანი ადგილზევე გარდაიცვალა, უმცროსი ძმა კი ამ დრომდე საავადმყოფოში იმყოფება. იმავე საავადმყოფოში მკურნალობენ ბაჩო სირაძეს, რომელსაც გარდაცვლილის ოჯახი უკვე სალომე მამაცაშვილის მკვლელობის დაკვეთაშიც ადანაშაულებს.


მოგეწონათ? გაუზიარეთ მეგობრებს
გაზიარება Facebook X Telegram LinkedIn ელფოსტა

ამავე კატეგორიიდან · საზოგადოება და ეკონომიკა

💬 კომენტარები 0

დაწერე კომენტარი ↓

ჯერ კომენტარი არ არის — იყავით პირველი.

✓ ბმული დაკოპირდა
დესპანი