ბათუმის აეროპორტი გახსნისთვის მზად არის
გახსნისთვის მზად არის ბათუმის აეროპორტი. ოფიციალური ცერემონია რვა საათზე დაიწყება. ნაშუადღევს აეროპორტში პირველი ბოინგის ტიპის თვითმფრინავი დაეშვება, რომელიც თურქეთის ოფიციალურ დელეგაციას ჩამოიყვანს.
თურქული მხარე ბათუმის აეროპორტს უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებს. შესაძლებელია ორი დღის განმავლობაში ახალი აეროპორტის მშენებლობის გამო, ტრაპზონის აეროპორტს ბათუმი ჩაენაცვლოს, რაც მნიშვნელოვნად გაზრდის მგზავრთა რაოდენობას.
საკმაოდ დიდი გეგმებია ავიარესიებთან დაკავშირებით. დაინიშნება ფრენა თბილისის, სტამბულის, ანკარის, ერევნის, ბაქოს, ტაშკენტის, ასკანის და კიევის მიმართულებით. შესაძლებელია ასევე ამოქმედდეს ტრანზიტული რეისები ბალტიისპირეთის ქვეყნებთან.
წყარო: http://imedinews.ge
