↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

მაჭახელა

კვირიტიძე ახმედ

2026-07-181 წთ საკითხავი294 ნახვა

—
განა ტყუის” _იმ გადასულ ამბავს ყვება,დავიწყება თუმც არ გვმართებს რომლის,ვინ თქვა მხოლოდ, თოფიაო მაჭახელა. _მდინარეა, უპირველეს ყოვლის.
მთებს რომ იხვევს გარს გოლიათ ვაჟკაცებადდა აცოცხლებს მდელოს მიდამოის,იგი მზეა, არასოდეს რომ არ ქრება,სინათლეა, სიმართლეა დროის.
და მაშინაც კარჩხალი რომ გადალხვება,ნამქერებად რომ წამოვა თოვლი,უფრო მძლავრად დაიქუხებს მაჭახელა,გულს აღანთებს ვაჟკაცური თრთოლვით.კალმახების კლდეზე გულით დაჯახება,ტკბილი განცდა სტიქიასთან ბრძოლის _მაჭახელა,მშობლიური მაჭახელა,ჩანჩქერებად ჩამსხვრეული ბროლი.
არა ტყუის,იმ ძველისძველ ამბებს ყვება,დავიწყება არა გვმართებს რომლის,ვინ თქვა, მხოლოდ, თოფიაომაჭახელა, _მდინარეა, უპირველეს ყოვლის.

კვირიტიძე ახმედ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი