↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

* * * თქვენ, ქალბატონო

ჩანტლაძე შოთა

2021-04-131 წთ საკითხავი8590 ნახვა

—
თქვენ, ქალბატონო,ტრამვაიზე როცა ადიოდით,ჩემსკენ უნაზესად მოაბრუნეთ ლამაზი თავიდა ტუჩებიდან გადმოგივარდათ ღიმილი ალისფერი.
ღიმილი დარჩა ქუჩაში დაგდებული.ტრამვაი დაიძრა და თან წაგიტანათ თქვენ.ჩვენ დავრჩით ქუჩაში.ყველა მიეტანა დაგდებულ ღიმილს.
ყველამ მიიჩნია იგი თავისად...მე კი, რომელსაც მეკუთვნოდა ღიმილი თქვენი,ვიდექი - ბოძზე მიყრდნობილი -და ვიღმებოდი.
1958
ჩანტლაძე შოთა

ჩანტლაძე შოთა: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი