პოეზია · ლირიკა
* * * იგი სიმარტოვე
იგი სიმარტოვე და სიამპარტავნე,იგი დაწყევლილი, იგი მაწყევარიდა შხამს დაატარებს და ტანს დაატარებს,მიდის იკლაკნება, არის გაწყდომაზე.
ღამით ამოვარდა მძაფრი ქარიშხალიდა გზაზე მგზავრები დასცა ქარიშხალმა.ო, მისმა ბოროტმა სულმა განიხარარამდენი ოხრად დარცა თავის ქალა.
ერთ თავის ქალაში მან დაიბუდა რა,თვალების ბუდიდან გასცქერის უდაბნოს,მას არ გაეგება ქარების მუდარა,ამაოდ დაშვრებით, ქარების მუდარნო.
ო, იგი იძინებს მხურვალე ქვიშაში,ო, იგი იღვიძებს მხურვალე ქჩიშიდან,მერე ამოიღებს რაღაცას ნიშანში,თვალებით უძრავით თავისკენ იზიდავს.
აი, მან შეაპყრო მსხვერპლი უასაკოდა შხამით აღავსო პატარა ვასაკა.
1957