პოეზია · ლირიკა
* * * ირგვლივ გაზაფხულის დღეა
ირგვლივ გაზაფხულის დღეა მზიანი,მზე არის ბაღშიც,და ბაღში დარბის ხუჭუჭთმიანიპატარა ბავშვი.
ნაზი პეპელა დაეძებდა უნაზეს ყვავილს,პატარა ბავშვი ეძებს პეპელას...იგი მივიდა, სადაც თეთრი ყვავილი ჰყვავის -ყვავილთ მკრეფელად.
შეკრთა პეპელა, - სხვა ყვევილებს მან მიაშურა,ბავშვმა ღიმილი გააყოლა ნაზად, ბავშვურად.
თამაშობს ბავშვი, - თითები აქვს მელნიანები,და ლოყაზედაც ვერ ამჩნევს მელანს,და დღიურში კი - ორიანები,თვალებიდან კი - ჭკვიანი მზერა.
თამაშბს ბავშვი, მზე აღარსად ჩანდა,თამაშობს ბავშვი, ბალახებში აგდია ჩანთა.
1956