↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

კუ

იოსელიანი ოტია

2003-10-121 წთ საკითხავი3095 ნახვა

—
მართალია, კუ კი ვარ, ფეხებს ძლივს დავათრევ, დავღოღავ, მაგრამ ჩემი საქმე ვიცი. ჩემი სახელი მაქვს, ჩემი კარი და ციხესიმაგრე, გამოზომილი, პერანგივით მორგებული, არც მეტი, არც ნაკლები. ერთი ვარ და ერთოთახიანი მაქვს. ორთახიანი რომ მქონდეს, რომელში ვიცხოვრო, ორად ხომ არ გავიყოფი და გავორდები. გაორებული ვიგინდარა ხომ დაღუპულია.არიან მხეცები, დარბიან, დაძვრებიან, იპარავენ, იგლიჯებიან, ძარცვავენ და უშველებელ ბუნაგებში ეზიდებიან, რომ როგორმე ამოავსონ. მე, გზაში დაგდებულიც რომ ვიპოვო, ხელს არ ვახლებ, სად შევინახო! სხვისი არაფერი მინდა. ჩემსას კი, არავის გავატან. ტურა-მელა კი არა, მგელი რომ მგელია, ვერაფერს დამაკლებს. ირბინონ, იძუნძულონ, იავკაცონ, რაკი მეტი ჭკუა არა აქვთ. მე ნელ-ნელა ვივლი და ბოლოს ვნახოთ, ვინ რასთან და ვისთან მივა. არ ვიცი ბაბუისაგან თუ ბაბუის ბაბუისაგან მაქვს გაგონილი: თუ გეჩქარება, ნელა იარეო!კი, ამას ჩემი წინაპარი... ვინც კეთილსინდისიერად იცხოვრა, ის იტყოდა.

იოსელიანი ოტია: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი