პოეზია · ლირიკა
კუ და ლოკოკინა
დაღლილ-დაქანცული კუ, როგორც იქნა, ლპკოკინას გადაეყარა და სული მოითქვა.- ძლივს არ გიპოვე?- მოხარული ვარ რომ მეძებდი. რა ხანია არავის გავხსენებივარ.- არც მე ვახსოვარ არავის და ამიტომ არიან სულელები.- სულელები არიან და იმიტომ?!- შენსა და ჩემს გარდა ყველანი, რაკი არ იციან ვინ უნდა ახსოვდეთ და ჭკუა ვისგან ისწავლონ.ლოკოკინამ რქები მოწკურა.- ვითომ, ასეთი ჭკუის კოლოფები ვართ?!- სწორედაც სავსე ჭკუის კოლოფები!- მოხარული ვარ, მაგრამ... ვითომ რითა ვართ ჩვენ ასე გამორჩეულნი და გონებით დაყურსული?- იმით, რომ ჭკუა გვდის და გადაგვდის!- საწყენად კი არ გეუბნები, მაგრამ ჭკვიანი და ბრძენიაო, ჩვენზე რომ ეთქვათ, რაღაც, არ გამიგონია.- იმიტომ, რომ ჭკუა არ ეკითხებათ და მომხვეჭელები, მძარცველები, გაუმაძღარი მგლეჯელები არიან.- ასეთი, რა თქმა უნდა, ბევრია, მაგრამ გონიერება და სიბრძნე კუსა და ლოკოკინასი კი არა, გველისა გამიგონია.- არც ისაა ბრძენთა ბრძენი. ვეძებე, სანამ შენთან წამოვიდოდი. ვეპოვე, ხვრელი და ვუძახე, მაგრამ, შინ არავინაა. იქვე ხვლიკი ბრიცავდა თვალებს და ვკითხე: ბრძენი, სად დაბრძანდებ- მეთქი? რატომ ბინაში არაა-თქო?!- აქ თუ არაა, მეორე ხვრელში იქნებაო. -და მიმასწავლა.- იქ რომ არ იყოს-თქო?- მაშინ მესამეშიო.- გადაიარა?! ეგ თუ ბრძენია, მაშინ მე და ლოკოკინა ბრძენთა ბრძენი ვუოფილვართ! რად უნდა სამი და ოთხი ბინა. ჩვენ, მე და ლოკოკინას, თითო ოთახი დაგვაქვს, ისიც პერანგივით მორგებული და ზურგზე მოკიდებული.ხვლიკმა ისევ დაბრიცა თვალები:- თქვენს გარდა ყველას ასე აქვს: ორი, სამი, ოთხი...ამიტომა ხართ ჯოჯოები, ქვეწარმავლები-მეთქი!რატომ ჯოჯოები და ქვეწარმავლები?! არწივი რომ არწივია, სამი-ოთხი უშველებელი ბუდე აქვთ. ხან ერთში დებს კვერცხებს, ხან მეორეში და ხანაც მესამე -მეოთხეშიო.ის არწივით თქვენნაირი გაუმაძღარი ყოფილა! -ჩავიქნიე ხელი და შენსკენ გამოვწიე.- ესენი ვინ არიან? ვისა აქვს მასეთი, მშვენიერი სადაფის სახლი, ან ჩემისთანა ბაკანი, მაგრამ მესამე-მეოთხეზე რომ გქონდეს, რა ვქნათ, რომელში ვიცხოვროთ, ორად გავხლიჩოთ, სამად თუ ოთხად?- დახლეჩისა და დანაწევრებისაგან ღმერთმა დაგვიფაროს!- ჩვენ ჩვენი სახლები გვიფარავს, მაფრამ ესენი ღმერთმა რომ დაიფაროს, ხვრელები, სოროები, ბუდეები და ბუნაგები დახლეჩთ და დაანაწევრებთ, გააორებთ და გააორგულებთ