პოეზია · ლირიკა
ვიყოთ მუდამ სიყვარულით სავსე
ეჰ... ნეტავი ვინ დაგვთარსა ასე,დარუბანდის აღარ ვდგავართ კართან,ვიყოთ მუდამ სიყვარულით სავსე,რომ გვფარავდეს ღვთისმშობელის კალთა.სამებაში ისევ ვანთებ სანთელს -როგორც ერთი ქრისტიანი კაცი,დანდობისკენ მოვუწოდებ ქართველს,არ მსურს იყოს განტევების ვაცი.საქართველო გაკრულია ჯვარზე,მაგრამ მაინც ღმერთი არის ჩვენთან,გადავრჩებით დღეს თუ არა ხვალ - ზეგ,თუ ვიქნებით ძველებურად ერთად.სანამ ვცოცხლობთ - ნუ წავბილწავთ ხატებს,რწმენით დავდგეთ დარიალის კართან,ვიყოთ მუდამ სიყვარულით სავსე,რომ გვფარავდეს მარიამის კალთა.