პოეზია · ლირიკა
მამაო ჩვენო
მამაო ჩვენო, დაგვიფარე ავი თვალისგან,მოგვეც იობის მოთმინება... უნარი განსჯის,მე კარგს მოველი მხოლოდ შენი სამართალისგან,ვიცი: განგება უსამართლოდ არასდროს დამსჯის.მამაო ჩვენო, შეგვეწიე კეთილ საქმეში,აგვაგებინე კიდევ ერთი გრემი... ბედია,რწმენა შეგვმატე... ჩაგვახედე სულის სარკეში,თვალწინ რომ არის გადაშლილი-ჩემი ქედია.გადაივლიან ეს ქარები... გამოიდარებს,მოვეფერებით იმას-ვისაც სითბო სწყურია,მეც მოვესწრები იმედია სამოთხის დარებს,თვალცრემლიანი გაიხარებს დიოსკურია.