↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

* * * "დედავ, დედაშვილობასა"

ხალხური

2012-10-121 წთ საკითხავი6964 ნახვა

—
"დედავ, დედაშვილობასა,სიკვდილ მითხოვს, მენაცვალე!""მე შენ არას გენაცვლები,მამა გყავს და... ინაცვალე!""მამავ, მამაშვილობასა,სიკვდილ მითხოვს, მენაცვალე!""მე შენ არას გენაცვლები,დაი გყავს და... ინაცვალე!""დაო, დაო, დაძმობასა,სიკვდილ მითხოვს, მენაცვალე!""მე შენ არას გენაცვლები,ძმაი გყავს და... ინაცვალე!""ძმაო, ძმაო, ძმათძმობასა,სიკვდილ მითხოვს, მენაცვალე!""მე შენ არას გენაცვლები,ცოლი გყავს და... ინაცვალე!""ცოლო, ცოლო, ცოლ-ქმრობასა,"სიკვდილ მითხოვს, მენაცვალე!""მე შენ არას გენაცვლები,საყვარელ გყავს... ინაცვალე!""საყვარელო, საყვრობასა,სიკვდილ მითხოვს, მენაცვალე!""გენაცვლები, შენსა მზესა,გზა საით არს _ მიმასწავლე!"

ხალხური: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი