↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

* * * პირველად ვშიშობ

ხოფერია გია

2026-07-181 წთ საკითხავი3938 ნახვა

—
პირველად ვშიშობ, იგვიანებს შუქი ხომალდის,ნიანგებს მიაქვთ უცნაური კაცთა გვამები,გრიალებს ქვიშა, ოაზისის მიღმა ვფრინდები,აქ ჩემზე მეტი აღელვება დამასახიჩრებს.ოაზისს მიღმა ქარში ხმება ჩემი ოცნება,იტირე, ნახავ, თავზე ხელს რომ არ დაგისვამენ,მდინარის წიაღ მოიგონებ გაავებულ ლომს,ჩაევლები და უდაბნოში გადიხვეწები...პირველად ვშიშობ, ახლოვდება შუქი ხომალდის,უმწეო კოშკებს ნიანგები ახლიან კაცებს.ზღვა თუ გასივდა, გველეშაპიც ბობოქრობს მაშინ,რა მენაღვლება სამყარო თუ იმხიარულებს.ვისმენ ზარ-შხუილს ქუჩებიდან გამოკიდებულს,ოაზისს უნდა დაიტოვოს ჩემი სიმდიდრე,მაგრამ მესიზმრა კუდდაჭრილი ძაღლების ჯოგიყველას ამოთქვლეფს და ქარებიც გაირინდება...წვიმას რა უნდა, თუ ისურვებს ყველგან მომაგნებს,გაფატრულ ბატკნებს ოაზისში მივაბალახებდა თუ მწყემსია უნაპირო ზღვა და სიცივე,გადასრესილი ოაზისი მომენატრება.გრიალებს ქვიშა!ოაზისის მიღმა ვფრინდები,აქ ჩემზე მეტი აღელვება დამასახიჩრებს.

ხოფერია გია: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი