პოეზია · ლირიკა
* * * რიონიდან მოვარდნილო ქარო
რიონიდან მოვარდნილო ქარო,გარითმული ფეხები დაგარითმული ტუჩები,თუნდაც იყვნენ ურჩები,წამოიღე ფრიალით,ავსებული ფიალით,თუკი გადავურჩებიაქარებას ამნაირს,მიწოდე უნაირორიონიდან მოვარდნილო ქარო.ბავშვობიდან შერჩენილო ცეცხლო,შემაგროვე ერთ დღეს,შემახედე ერთადჩემს ყველა მარტოობას,აპრილოობას და მარტოობას,ჩემს მყვირალობას,გარითმული ტუჩების,გარითმული ფეხების,გარითმული კისრებისერთად ამოცვენას.თუკი გააცოცხლებთ ამ ოცნებას,რიონიდან მოვარდნილო ქარო,ბავშვობიდან შერჩენილო ცეცხლო,საოცრებავ უნდა იხარხარო -მიყვარხარო,მიყვარხარო!