პოეზია · ლირიკა
ყაყაჩო
ლადო ასათიანი 1917–1943
ძველად აქ ჯარებს უხმობდნენდაფდაფითა და ბუკითა,ახლა ყაყაჩო შემომხვდალამაზი ქალის შუქითა.შემომხვდა, შემომანათა,ჩინჩხლები შემომაყარა,ალუჩა-ტყემლის შემოსვლადა გაზაფხული მახარა…უცხო კაცად რომ შემიცნო,შერცხვა და თავი დახარა;შერცხვა და თავი დახარა,სიწითლემ გადაუარა,ალბათ იმაზე დაფიქრდა,მოვეწონეო თუ არა?!