↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ქართული ენა

ლადო ასათიანი 1917–1943

2024-05-121 წთ საკითხავი10112 ნახვა

—
საქართველოს მთებში გაგაჩინა ზენამ,სიყვარულის, ლექსის, სადღეგრძელოს ენავ!მოიმღერა დღემდის უძველესმა ტომმაშლეგი ჩანჩქერების ნაპრალებზე ხლტომა,მყინვარების ღვთიურ ბრწყინვალებით დნობა,ჯაგნარებში ირმის ჯოგის ნავარდობა,გაფანტული ფარის მთაზე დაჯანღებადა ქართული ფარის ფარზე დაჯახება!უძველესმა ტომმა დღემდის მოიმღერა,მწიფე პურის ყანა ქარში როგორ ღელავს,სარკინეთში გრდემლზე როგორ სცემენ უროსდა ვარსკვლავი ზღვებზე როგორ მოგზაურობს,ან მთვარიან ღამით ციხე-კოშკის ჩრდილშირა ტკბილია ფარულ სიყვარულის შიში,როცა ღამისმთევლებს ლხინი გაუმართავთდა სიზმრები როცა თვლემენ სასთუმალთან...საქართველოს მთებში გაგაჩინა ზენამ,ხმათა ხავერდების და ღმერთების ენავ!
1943
ლადო ასათიანი

ლადო ასათიანი: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი