↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ქართლის გზაზე

ლადო ასათიანი 1917–1943

2026-07-181 წთ საკითხავი10108 ნახვა

—
ჰეი, ძმობილო, შეხედე, რამდენი ყაყაჩო გაშლილა!...
რაც უფლისციხეს გამოვცდით, უფრო და უფრო გახშირდა;
მინდვრებს, გორაკებს, ფერდობებს ეფინება და ედება,
გზაში ყაყაჩოს შეხვედრა სიკეთედ დაგვებედება:
სულ ახალგაზრდათ ვიქნებით, გული არ დაგვიბერდება!
ჰეი, ძმობილო, შეხედე, რამდენი ყაყაჩო გაშლილა!...
რაც უფლისციხეს გამოვცდით, უფრო და უფრო გახშირდა.
მოდი, ჩვენ ესეც ვიკმაროთ და სხვა დიდება ნუ გვინდა,
ყაყაჩომ თუ მოგვანათოს ლამაზი ქალის შუქითა!
ლადო ასათიანი

ლადო ასათიანი: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი