↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ქართველი ოქროსმაძიებლების სიმღერა

ლადო ასათიანი 1917–1943

2014-05-132 წთ საკითხავი4986 ნახვა

—
სამცხე-საათაბაგოჩვენ ოქროს ვეძებთ ერთ ხელში დაშნით,სიცოცხლეც ჩვენი მისთვის გავწირეთ,ნეტარ არს, როცა ბებერ მიწაშიიელვებს ოქრო, ვით სიყმაწვილე.ნატარ არს, როცა ბრწყინვალე ზოდითბნელი გონება გაგვინათდებადა ცისარტყელას ციური ტოტითავს დაგვადგება ათინათებად,საყვარელის თუ საკუთარ ბედზეჩვენ ოქროს ვეძებთ.ჩვენ მხოლოდ იგი გვმატებს მხნეობას,როცა ვიხილავთ მზისფერ ღინჭილებს,შეაჟრიალებს ფლატე ხეობას,სიხარულისგან ისე ვიკივლებთ…და გავშეშდებით, როცა შემთხვევითზოდს შევეყრებით, ერთობ გოლიათს,ჩვენ ზოდი იგი, სინათლის მფრქვევი,უცებ მთვლემარე ლომი გვგონია.საყვარელის თუ საკუთარ ბედზეჩვენ ოქროს ვეძებთ.ჩვენი ცხოვრების უმთვარო გზაზეჩვენ მხოლოდ მისი შუქი გვიშუქებს;ჩვენ ვმალავთ ოქროს, ვატარებთ ძაძებსდა ამნაირად ვატყუებთ თურქებს.ასე რომ არა, ეს არემარემონობის თალხით დაისუდრება.ჩვენ ოქრო გვიყვარს, მაგრამ მეტადრეგვიყვარს ზვიადი თავისუფლება.საყვარელის თუ საკუთარ ბედზეჩვენ ოქროს ვეძებთ.ჩვენ ბატონებიც გვყავს ღირსეული —სამცხის მრისხანე ათაბაგები,დროდადრო უცხოდ დაყვითლებულნიხევიდან ხევში გადავბარგდებით.ვატარებთ წერაქვს, ცხრილსა და ტომარს,თუ ოქრო სადმე სხვის ხელში გაჩნდა,მიჩვეულნი ვართ კლდეებზე ხლტომასდა უცხოს ყელში გავუყრით დაშნას.საყვარელის თუ საკუთარ ბედზეჩვენ ოქროს ვეძებთ.ჩვენ, ნაშიერებს მჭედელ ტომების,ცეცხლოვან თვალებს გვითრობს ლითონი,მზეს რომ ვუყურებთ, ოქროს ლომებიიბადებიან დიდრონ-დიდრონი.ჩვენ ვთხრით და ვცხრილავთ და ისე ფრთხილად,რომ მიწამ შრომა არ გაგვიოხროს,ჩვენთვის ვიტოვებთ ცარიელ სილას,დიდ ბატონებს კი ვუგზავნით ოქროს.საყვარელის თუ საკუთარ ბედზეჩვენ ოქროს ვეძებთ.ჩვენ ამავე დროს ვართ მეომარნი,ომში ხალიბურ ხმალს ვახელებდით,ჩვენი სამშობლო სახელოვანიარტაანია და სამღერეთი,სადაც ბარს როგორც დაჰკრავ მიწაზე,შემოგანათებს განძი ბებერი,სადაც ჩვენ ვიშვით და გავიზარდეთ —ქართველი ოქროსმაძიებელნი.საყვარელის თუ საკუთარ ბედზეჩვენ ოქროს ვეძებთ.
1942
ლადო ასათიანი

ლადო ასათიანი: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი