პოეზია · ლირიკა
ფშავური ბალადა
ლადო ასათიანი 1917–1943
ვაჟა-ფშაველას
გადმოჰყვა ღამით ღრუბლების ბურანსუზარმაზარი მხარ-ბეჭის რხევით,დაეცა ზღაპრულ დევების ბუნაგსშავნაბდიანი ცალთვალა დევი.
შეაზანზარა კლდეთა კედელი,დაატრიალა გრიგალი ქართა,როგორც ხევსური რკინისმკვნეტელი,დადგა დევების ბუნაგის კართან.
და რა იხილა მან დევის ქალი,შედრკა, ათრთოლდა, ხმალზე შეჰფიცა:- მიყვარხარ, როგორც ჩემი ჩარგალიდა საქართველოს მხურვალე მიწა!
შესცინა დევის წუნია ქალმაბროლივით თეთრი კბილების ეშხით,დასწვა ვაჟკაცი ტრფიალის ალმა,ქალი კი გაქრა ბუნაგის ბნელში.
და როს ფრანგულის გაისმა ჩქამი,წამს აღრიალდა დევთა ლაშქარი:ვინ გვესტუმრაო ამ წკვარამ ღამით,ვინ შემოლეწა ბუნაგის კარი?
- ეს მე ვარ, ვაჟა, ცალთვალა გმირი, —შესძახა, შესძრა, თან შეერკინა,და როცა მორჩა, გაღუნა კბილითმამაპაპური ფრანგულის რკინა.
შევქმნილვარ ხელად, გავჭრილვარ ველად,დამირბევია ღამე წკვარამი,მო, დევის ქალო, მო, ჩემო ყველავ,მო, გამიქარვე გულის ვარამი.
მიეჭრა ხელი გავსებულ მთვარეს,შემოახვია მინდიას მხრები…ჩახედა ქალის ამღვრეულ თვალებს,აიტაცა და გადასჭრა ხევი.
გამოედევნენ დევი მდევრები,კვლავ დატრიალდა შუბი და ფარი,დალეწა ხმლები და სატევრები,კვლავ აიტაცა ტაიჭზე ქალი.
გადინადირა ბნელი ტევრებიდა სიხარულის ზათქით და ზარითღამეს უტევდნენ ღამისმთევლები,როცა შეაღო ჩარგალის კარიმამაპაპური სიმღერის ძალით:
— “მაყრებად მყვანან არწივნი,ქალის ძმობილი ქარია,მოვდივარ, მომყავს ყველაიდა ამად გამიხარია,მომყავს დედალი ხოხობიდევის პირბადრი ქალია”.
აი ჩარგალიც, სანთლები ჩანან…შრიალებს ტყე და ფარფატებს ქარი,შემოეგება ვაჟას ბაჩანაჩონგურით ბებერ მუხასთან მდგარი.
და როს გამოჩნდა ბრძენი მისანი…წუთით გაიხსნა ბუნების კარიდა ახმაურდა არაგვის წყალი,როგორც ფშაველას ლექსების პწკარი.
უეცრად მოსწყდა ბედაურს მგოსნისტანი და ქალი მუხასთან დასვა,გადაეხვია, დაღალა კოცნითდა წყაროს წყალი პეშვებით ასვა.
თვითონაც მოჰკლა უმალ წყურვილიდა დადგა ბებერ მუხასთან, ზევითშავ ჩაბალახით პირშებურვილიშავნაბდიანი ცალთვალა დევი.რა ჟამი იყო, რა გაზაფხული,და სიყვარულით განუკურნელი,იწვოდა გული, ღვიოდა ხნულიდა იდგა ნახნავ მიწის სურნელი.
უხურდა ვაჟკაცს ალალი გული,ისევ მოუნდა შებმა და რკენა,შეატრიალა ცაში ფრანგულიმაგრამ მოესმა ყვავილთა ენა— დასცხრი, მგოსანო, ნუ ღელავ შენა!
შედრკა, აკოცა ყვავილებს გაშლილს,ჩააგო ხმალი აღერებულიდა გაეხვია ნახნავ მიწაშისაყვარლის ტრფობით გახელებული.
1938