↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

უჩემოდ

კუხიანიძე ზურაბ

2018-03-131 წთ საკითხავი1737 ნახვა

—
უჩემოდნაპირს ხომალდები სცილდებიან,ტოვებენ მიწას ნაძვებიანს, შინდებიანს.ცხვირსახოცები ფართქალებენ თოვლისფერნი,როგორც უეცრად შეპყრობილი თოლიები.უჩემოდქოჩორს ყვავილებით იჭრელებენ,სვანეთის მთებში ხეებს ჭრიან ტყისმჭრელები.ხეს აშიშვლებენ - ნაჯახია დია ცივი, -ხე ენგურს მკერდში უგორდება დიაცივით.უჩემოდაფრებს აუშვებენ ადრიანად,მთვარე აშუქებს ნავს, მებადურს ბადიანა,თევზი ბზრიალებს და ვარდება კაშკაშითა,ვით სატევარი ამომხტარი ქარქაშიდან,უჩემოდჩნდება ქალაქები ტაიგაში,მშენებლებს მთებშიც ტაშს უკრავენ, - აი, ტაში!მნგრეველი შრომობს მაღაროში, ვითა ლომი,და ლაღუმებით ინგრევიან პიტალონი.მენავეებო, ტყისმჭრელებო, მეთევზენო,მეზღვაურებო, მნგრეველებო, მხვნელ-მთესველნო,უჩემოდ ღმერთმა მოგიმართოთ გზა და კვარი,უთქვენოდ ქვეყნად რა მიშველის, რა წამალი!უთქვენოდ ყველგან თქვენზე ფიქრი მე მაწვალებსდა თუ უჩემოდ ჩემზე ფიქრობთ, - გენაცვალეთ!

კუხიანიძე ზურაბ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი